| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17
|
როცა შენ მოხვალ
მე აქ დაგხვდები,
და როცა წახვალ
კვლავ ავტირდები.
მარტო დავრჩები
მე ჩემს ფიქრებთან,
მარტო სულ მარტო
მე და ფიქრები.
შენ კი თუ მოხვალ
მე გავჩუმდები,
და თუ არ მოხვალ
კვლავ ავტირდები.
მოხვალ,დარჩები?
შენი ვიქნები,
და თუ არ მოხვალ
მარტო იქნები!
ნანახია:
625
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
როცა დრო იყო მასზე არ ვფიქრობდი, თითქოს არ მიყვარდა, თითქოს არ მხიბლავდა. მე თითქოს უხილავ ცეცხლში ვიწვოდი...
დავშორდი...
მივხვდი, რომ გიჟივით მიყვარდა.
ნანახია:
614
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
თვალები რატომ გაქვს სევდიანი
გული რატომ გტკივა ლამაზო?!
მემგონი ხელიდან გეცლები
მაგრამ არ იდარდო არასდროს.
შენ ისევ გაგიღიმებს ცხოვრება
და ისევ სიყვარულს განაგრძობ,
მე აღარასდროს არ მოვალ
მაგრამ არ იდარდო არასდროს.
წარსული წაიღებს ყველაფერს
ჩვენი სიყვარულის დანაზოგს
მე აღარასდროს შეგხვდები
მაგრამ არ იდარდო არასდროს.
ნანახია:
625
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა
და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა!
მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით,
მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით...
მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან,
თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად.
მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება; წარსული მრჩება სევდად,
მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ... თუმცა არ მოვალ შენთან!
ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად,
ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგან-არ მოხვალ ჩემთან.
ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-დაიგვიანე უკვე...
და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია წუხელ.
ნანახია:
589
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
დარდი შემოსულა
გულში
ისევ მონატრების
ფარდად,
აღარ დაგიძახე
გუშინ...
დღეს კი
უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული
ხმებით
ჩუმად რომ გიყვები
ზღაპარს -
შენთვის ნათამაშებ
ღიმილს
სულში სევდისფერი
დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ
მიჰქრის,
დრო არ დაგვიცდის და
სადღაც -
ჩვენთვის შემონახულ
წუთებს
ურცხვად წაიღებს და
წავა....
ნანახია:
591
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ახლოს,სულ ახლოს,
ჩამიქროლა ბედნიერებამ
ახლოს,სულ ახლოს,
ზედ ყურის ძირთან.
მომელამუნა მაგ თმებივით,
მაგ ჩურჩულივით,
და აცდენილი ტყვიასავით
გაიზუზუნა...
ნანახია:
653
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ნეტავ, ვიცოდა რა გინდა, რას მთხოვ,
ნეტავ, ერთი დღით ფერულად შენში,
შემომაპარა სულში და გამცნობ,
რომ მყვარებიხარ თურმე და ვერ ვთქვი,
ვერ ვთქვი, რომ შენზე ვნატრობ სრულიად,
რომ მინდა შენც თქვა სულ ერთხელ მხოლოდ,
და ამდენს გვერდით, თვალებს შურიანს
ასე ერთბაშად მოვუგაბ ბოლოს.
ჩემში იმედი სულ ოდნავ ფეთქავს,
რომ იქნებ მაინც , მითხრა გაბედო,
ან იქნებ შიში გაბრკოლებს ვერაგს...
და თუ ასეა გეტყვი,----------თავხედო!
მაგრამ ხანდახან ისე მიყვარხარ,
გამკვირვებია, არ მჯერა ჩემი
ნეტავ ვიცოდე ახლა ვისთან ხარ,
იქნებ სხვა გიყვარს, სხვა გსურს და ვერ თქვი.
ნანახია:
597
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ჩემი სიცოცხლე დროებითია
ამიტომ ნუღარ დამითარიღებთ.
ჩემი სიკვდილიც დროებითია
ამიტომ ცოტა რამე დამითმეთ.
ეგ სიყვარულიც დროებითია
იჩქარეთ გულის კარი გამიღეთ,
ამ ქვეყანაზე სიკვილ-სიცოცხლე
დროებითია რად ვერ გაიგეთ
ნანახია:
620
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
წვიმს...
წვეთებს თითებით ვეხები....
ზეცა ჩამოიქცა წვეთებით...
შიშველი ფეხებით...
გუბეებს ვეხები...
ვერ ვხვდები...
ასე მგონია შეგხვდები...
წვიმს...
წვიმაში ვდგავარ და
ვსველები...
შიშველი...
ზეაპყრობილი ხელებით...
ღმერთს ვევედრები...
წვიმს...
და წკაპუნობენ წვეთები...
ფანჯრის რაფაზე...
ასფალტზე...
და გულში...მე ვევედრები...
ნუ მიმატოვებს...
წვეთები...წვიმს...
ნანახია:
594
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მეკოცნა მაინც წასვლისას
როგორ უკოცნოდ გაგიშვი...
ამ უშნო ბუტიაობას ვერ ვეჩვევი
და არც მიშლი...
მეკოცნა მაინც წასვლისას
ეხლა ცრემლებში ვბანაობ,
და სისხლი არ გამომივა
გულში, რომ დამკრა დანაო...
როგორ გაგიშვი სულელმა
ან როგორღა ვძლებ უშენოდ,
ვზივარ და ვფიქრობ ყოველდღე
ამ საქმეს რითი ვუშველო??
ჩამოდი, ჩემთან ჩამოდი
არ შემიძლია მოცდაო...
ცალკე უშენოდ ყოფნა მკლავს
თან გაბუტული კოცნაო!
ნანახია:
606
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს....
ნანახია:
587
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ჩუმად ვარ ისევე როგორც ჩუმია ეს დღეები და უფერული,
როგორც წვიმის წვეთი...
ფერმიხდილ სურათზე ჩაკარგულა ჩემი ბავშვობა, ქარს ვატან
საყვედურს რადგან გულში ვერ დავიტიე და შენ კი არ მიიღე...
მომიყევი რამე...
დამღალა დუმილმა
და ნელა ნელა ვკინძავ ყელსაბამს ...
მინდა ნატვრები შევაგროვო
და ფურცელ ფურცელ გავატანო ზღვას არდასაბრუნებლად...
მითხარი რამე...
კედლები ისევ მეჩურჩულება შენს სათქმელს..
კედლები, რომლებიც შენი თვალებითაა გაჯერებული...
შენ ყველგან ხარ და არსად...
შენ ჩემში ხარ და ჩემს იქით...
შენ ერთი ხარ და მაინც ათასი ყველასათვის დამალული...
ჩუმად ვარ...
რადგან ხმაურით დუმილი მივიღე შენგან ჯილდოდ...
მარტო დამტოვეო ჩემს ფერმიხდილ ოთახთან ერთად....
და მაინც...
ვერასოდეს დაგტოვებ მარტოს.
ნანახია:
627
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
გაბრაზებულა ჯიუტი გული
სულში ტკივილი ჩაუთესია
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით ,
უცებ მომკალი უკეთესია.
ისე საშინლად მომენატრე რომ,
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია.
არ შემილია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია.
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება ,
არ ვარსებობდე უკეთესია
ნანახია:
555
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ამ ქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე.
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე...
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს!)
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე,
შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავაგვიანე...
ნანახია:
638
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
წასვლა გინდა?.. წადი...არვინ გაკავებს.
სადაც წახვალ,ღმერთი ყველგან გფარავდეს
დაგედევნო?..რატომ?... -შენ ხომ სხვისი ხარ.
შენ ხომ უკვე სხვისი ლანდის ჩრდილი ხარ...
წასვლა გინდა... წადი...არვინ გაკავებს,
შენთვის ლოცვას ღმერთან მაინც აღვავლენ,
ცხრა ლახვარსაც გულზე ერთხელ დავითმენ...
და ღვთის ძალით, სიმღერასაც დავიცწყებ.
წასვლა გინდა? წინ რისთვისღა დაგიდგე,
შენ ხომ ჩემი ვერასოდეს გაიგე...
არც კი ღირხარ იქნებ ამის საფასურ,
მაგრამ მაინც შემორჩები ჩემს წარსულს. ...
და არ ვნანობ,არცერთ დგეებს გარდასულნთ.
ნანახია:
590
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ!
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა..
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ
და გადაწყვეტის საკითხი დადგა..
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი..
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი..
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი..
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი..
მთელი ამ დროის განმავლობაში
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები..
"ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??"
თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით..
თვალები ცრემლით მევსება ნელა..
მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ?
მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა..
დამიბრუნდები მე ამის მჯერა
ნანახია:
600
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე თვალებში
დიდი გრძნობით,
დიდი ვნებით,
გაიელვე წამებში,
თვალთა ხედვა დამიბნელე,
ბრმად ნაფეხურს მივყვები...
ჭკუას ვეღარ ვუბრძანე და
მე ჩემს გრძნობებს ავყევი..
სად წავიდე,
სად გეძებო,
შენ ხომ გაქრი წამებში...
ეხლა ვეღარ გპოულობ და
მე დაგეძებ ნატვრებში...
მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ წამით,
შემომხედე....აგყევი...
გამაგიჟე,გადამრიე
და ცხოვრებას გაყევი...
ნანახია:
604
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მოდით წაიღეთ ეს სიყვარული!- გაინაწილეთ,ყველას გეყოფათ! სულ დავიღალე,არ შემიძლია, ამხელა გრძნობა ვიტვირთო ერთმა! მოდით,წაიღეთ ეს სიყვარული, დაღუპვისაგან რომ დაიფაროთ! მე თუ არ მერგო სატრფოსთან ერთად, იქნებ ალერსით თქვენ გაიხაროთ! მოდით,წაიღეთ ეს სი...ყვარული, ვის რამდენიც გსურთ,ვინც რამდენს შეძლებთ! ვისაც ნამდვილად ათბობს სურვილი და მის გარეშე ცოცხალი ვერ ძლებს! მოდით,წაიღეთ ეს სიყვარული, მე დამიტოვეთ ერთი ნამცეცი! სულში გახვეულს ღმერთს დავუბრუნებ, -ვეტყვი-”უფალო, მე სხვა-გავეცი
ნანახია:
600
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მხოლოდ ერთს გეტყვი...
სიცოცხლეზე და ჩემზე მეტი...
რაც გამაჩნია - ეს გულია...
სხვა,
აბა,
რა მაქვს?...
ის....არის ჩემი ერთადერთი...
რა?...
წვიმის წვეთი...
მე მისი სითბო ამ წვიმაში პეშვებით დამაქვს...
ნანახია:
610
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
უჩემობა შენთვის ახლა ღიმილია,
გულში ფეთქვად ვიცი მაინც გამოგყვები...
შენ არ იცი თორე მყისვე მოხვალ ჩემთან,
რა ტკბილია როცა ვინმეს ენატრები.
დღეს რომ ვსუნთქავ ალბათ ჩემი სიცოცხლე ხარ,
თუ მოვკვდები უფალს შენით ვებარები,
მახსოვს თითქმის ყველა შენი გამოხედვა,
მოლოდინი, სიხარული,ცოტა ცრემლი.
შენ დღეს ჩემთვის მიუწვდომი სივრცე არ ხარ,
მაგრამ ვიცი მუდამ ერთად ვერ ვიქნებით,
ეხლაც ამ ლექსს შენზე ფიქრი მაწერინებს,
ალბათ გძინავს, რომც გეღვიძოს შენ ვერ ხვდები.
შენ ვერ ხვდები რომ: მე მაგრად დავიღალე,
რომ ლოდინით თმაში გაჩნდა თეთრი ფერი,
რომ სიცოცხლეს მხოლოდ შენით შევეფარე,
რომ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები
ნანახია:
610
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
წამო რა,წვიმაში გავიაროთ.
ქუჩას,ჩვენს ბავშვობას
რომ გვახსენებს,
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან,
ალბათ,ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ წვრილთვალება კაცუნებმა,
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც,იმ ამომშრალ ჭასთან ვდგევარ,
ნესტს რომ სიმშრალეთი,ასაფლავებს.
იცი?რამდენი რამ შეიცვალა,
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ.
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა,წვიმა.
წამო,აღარ ვითხოვ მოწყალებას,
ყალბი სინანულის,ნარჩენისთვის,
წვიმას,გაზაფხული დაუტბორავს,
მარტის უკანონო გაჩენისთვის.
წამო რა,წვიმაში გავიაროთ/
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ,ნაკვალევად,
ჩვენი ბავშვობა რომ დარჩენია!!
ნანახია:
628
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..
ნანახია:
618
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
დავიგვიანე...
მარტოობას ასამართლებდნენ,
მოწმეებიც მრავლად მოსულან :
დუმილი,სევდა ცრემლები,შიში...
ჩამომსხდარიყვნენ ფერმკრთალ სკამებზე.
მას კი მოწმედ სულ არავინ არ გამოადგა...
იჯდა ეულად
ბრალმდებლის სკამზე ვიღაც ცხარობდა
და მარტოობას სევდას სწამებდნენ...
ვერავინ შეძლო მისი დაცვა,
მხოლოდ დუმილმა გაბედა და გვერდით მოუდგა.
ბევრი იმსჯელეს...
იკამათეს...
და სამუდამო მარტოობა განაჩენად გამოუტანეს.
........
დავიგვიანე...
მე უჩემოდ გამასამართლეს
ნანახია:
602
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარხარ,
მაგრამ სიტყვები იქცნენ ცრემლებად!
მინდოდა გეგრძნო როგორ მჭირდები,
როგორ ვიქეცი სევდად, ვედრებად. . .
მინდოდა მეთქვა, როგორ ვიცხოვრე,
და აღსარება იქცა იარად. . .
მინდოდა დიდი სინათლით გვევლო,
მაგრამ სინათლე იქცა ციალად. . .
მინდოდა მეთქვა-მარტო შენი ვარ,
მაგრამ ტყუილი ვერ გაგიბედე,
მინდოდა მეთქვა-სხვა გზა არა გვაქვს,
მაგრამ სიმართლეც ვერ გაგიბედე!
და ასე სევდით, ცრემლით, ვედრებით,
წლებმა შეცვალეს სულისკვეთება,
ჩვენ პარალელურ გზებზე გვივლია,
გზებზე, რომლებიც არ იკვეთება
ნანახია:
591
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
რა ვქნა, თუ კი სიყვარულის
ძებნაში ვარ ისევ,
რა ვქნა, თუ კი მინდა, რომ მზე
გამოვტაცო ნისლებს.
რა ვქნა, თუ მსურს ეს ცხოვრება
ლამაზ ზღაპარს ჰგავდეს
და კონკიას გვერდით ჩემი
უფლისწული მყავდეს.
რა ვქნა, თუ კი ვერ ვეჩვევი
გულცივ სიმარტოვეს,
რა ვქნა თუ კი ზოგს მოვბეზრდი,
ზოგიც მივატოვე.
აღარ ვიცი რა ვქნა, რა ვქნა
პასუხს არვინ მაძლევს,
ამდენ დარდით გულო ნეტავ
სადამდეღა გასძლებ...
ნანახია:
603
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მე ცხოვრებაში ბედნიერება არ ვიცი რაა,
არ ვიცი გულმა ამდენი ტანჯვა რით აიტანოს,
მე ცხოვრებაში არაფერში
არ გამიმართლა,
არამგონია სიყვარულში რომ გამიმართლოს.
მე ცხოვრებაში სიყვარული არ მღირსებია,
დარდია მხოლოდ ჩემი გულის დღესასწაული
და თუ თვალები ზოგჯერ ცრემლით ამომევსება,
ამაში კარგო შენ მიგიძღვის დანაშაული...
ნანახია:
612
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
გენატრები??
ეხლა რაღა დროს მონატრებაა...
გენანები?
ეხლა რაღა დროს სინანულია
ეხლა გიყვარვარ? როცა აღარ ვარ?
როცა ვეღარ გრძნობ ჩემი ტუჩების სითბოს?
ეხლა გიყვარვარ?
ეხლა რაღა დროს სიყვარულია.
ეხლა გიყვარვარ?
მე მიყვარდი, არ შემიყვარე.
ეხლა გინდივარ?
მე მინდოდი, შენ სხვას ეძებდი.
ეხლა გენატრები?
მენატრებოდი, სიგიჟემდე მენატრებოდი.
ეხლა გენანები?
მენანებოდი, სხვისთვის მართლაც მენანებოდი.
ეხლა გედარდები?
მედარდებოდი, ტკივილამდე მედარდებოდი.
მაინც გიყვარვარ?
ეხლა გიყვარვარ?
ეხლა გინდივარ?
ეხლა გენატრები?
ეხლა გენანები?
ეხლა გედარდები?
როცა აღარ ვარ?
როცა აქ არ ვარ?
როცა სხვაგან ვარ? შენი აღარ ვარ.
ეხლა გიყვარვარ?
როცა მე უკვე აღარ მიყვარხარ
ნანახია:
599
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ ”
სიკვდილი არ არი რა,მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი... მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ.რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ისავართ საუკუნოდ, ისევ ისე მომმართე როგორც ყოველთვის მოგიმართავს, ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი,ნუ მიიღებ სამგლოვიარო მწუხარე იერს.გაიცინე რაზედაც გეცინებოდა, ოღონდ გაიღიმე.... იფიქრე ჩემზე ჩემთან ერთად ილოცე, ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის ყოვეგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა იგი ისევ ის არის, რაც იყო ძაფი არ გამწყდარა... რად გგონივარ შენს ფიქრებს გარეთ?! იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?! მე შორს არა ვარ ზუსტად გზის გადაღმა, ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის! ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ..... თუ მართლა იცი რა არის ღვთის შიში, მადლი და სასუფეველი, თუ შეგიძლია გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო, თუ შეგიძლია იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი რომე
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
593
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ვჩხუბობთ!
ვრიგდებით!
ვჩხუბობთ!
ვრიგდებით!
–მორჩა!ვშორდები!
–მორჩა!დამშორდეს!
–აღარასოდეს შევურიგდები!
–ნუღარასოდეს შემირიგდება!...
ელვა და მეხი!წარღვნა!მეწყერი!
–ნეტავ სადაა?
–ნეტავ სადაა?
–იქნებ მღალატობს?
–იქნებ მღალატობს!
–რაში მადარდებს!
–რაში მადარდებს!
გამდნარი ლოლო!მზე–მიწის ბირთვში!
–არ დავურეკავ!
–ნუ დამირეკავს!
–იქნებ მომწეროს!
–სულაც არ მივწერ!
–არა,მე ,რატომ?
–მე,ვითომ,რატომ?
გული–სენსორი!თვალი–ფანარი!
–არა!არ,ვნატრობ!
–სულაც, არ ,ვნატრობ!
–ეხლა რას შვრება?
–ნეტავ,რას შვრება?
–მორჩა!დღეს მივწერ!
–იქნებ მომწეროს!...
წერილი!ზარი!წერილი!ზარი!
ვჩხობობთ!
ვრიგდებით!
ვჩხუბობთ!
ვრიგდებით!...
დღე –სადღაც!ერთი–არშერიგების!
ნანახია:
611
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
რა ლამაზი ხარ,
ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,
ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,
რა თვალები გაქვს
ალბათ ყველას აჯადოვებენ,
მეც შემომხედე...
თუმცა უკვე მომაჯადოვეს.
რა ტუჩები გაქვს,
მაგრამ ყველას როდი აკოცებ,
რაც გინდა მთხოვე,
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,
რა ჭკვიანი ხარ,
სიყვარულში არვის უტყდები,
რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ ამას ვერ გეუბნები,
ჩემი რომ იყო,
გულში მაგრად ჩაგიხუტებდი
ნანახია:
612
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
რამდენჯერ გითხრა, თავი დამანებე,
რამდენჯერ გითხრა, ნერვებს ნუ მიშლი...
მაინც არ გამომდის არაფერი,
რატომღაც შენსას მაინც არ იშლი..
რატომ ვერ ხვდები, რომ შევიცვალე,
რომ დავიღალე და გული მტკივა...
ისეთ დღეში ვარ, გაზაფხულზეც კი
როგორც ზამთარში იმგვარად მცივა...
გაყინულ სულში რა უნდა ნახო,
ტკივილისა და ვარამის მეტი..
გგონია ახლა რამე გამათბობს?
მითხარი რამე, მითხარი ერთი...
მე ახლა მინდა ცხოვრება მშვიდად,
სხვა არაფერი არ მინდა მეტი...
ნანახია:
575
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მე მომწონს, ქვეყანაში მეფობა სიყვარულის,
გულში აფეთქება ცოდვის სინანულით.
მე მომწონს, ოცნებებით აღვსილი ფიქრები,
უეცრად რომ დაათოვს მიწას ფიფქებით.
მე მიყვარს ღიმილი მაგ შენს თვალებში,
და სიყვარულის ახსნა ღამეში.
ჩემთვის ხომ ყოველი თბილი სიტყვა ხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ.
წახვედი, დამტოვე, რა მოხდა გარშემო?
ახლა იმედებით დღითიდღე ვარსებობ.
სასთუმალს გელიან ეს ჩემი მკლავები,
ტუჩები კოცნებით დანამთვრალები.
ნანახია:
598
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ცრემლიან თვალებს, გატეხილ გულს
დამსხვრეულ ოცნებებს,დაკარგულ წუთს
გაფრენილ იმედებს, დაფლეთილ სულს
როცა გეზიზღება და ყველა გძულს...
როცა სასწრაფოდ გაქცევა გსურს
ხმაურობს სამყარო, სიჩუმე გსურს
არავის არ ესმის,არავის სურს
ცოტა რომ გაგიგონ,უშველონ სულს
ნანახია:
602
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მოგნატრებია ოდესმე ტირილი?
ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან გითენებია?
წვიმაში თმა თუ დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალი ცრემლით დაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით?
ალბათ სიმღერაც მოგძალებია?
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია აცრემლებამდე?
გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...
ნანახია:
596
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი თვალები
და უფსკრულისკენ მიმავალ გზას გამინათებენ.
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ტუჩები
ისე მომკლავენ ერთ კოცნასაც არ მაღირსებენ.
წვიმა თუ მოვა და იტირებს ჩემს მკვდარ ოცნებას
მომაკვდავ იმედს და სიყვარულს გამოიტირებს
ყურს თუ დაუგდებ სევდიანი ქარის სიმღერას
მაშინ საკუთარ ტკივილებსაც გამოიტირებ.
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები
ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან
სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები
სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან
მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს
მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე
და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ
კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე.
ნანახია:
572
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............
ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული......
რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს..........
მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს.........
მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს...
მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები....
მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი...
მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ...
მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ....
მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
607
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
რომ მომენატრე დაგიწერო?
და ვითომ რატომ?
რომ დავიღალე დაგიწერო?
რომ მართლა ვდარდობ?
რომ გეძებ გითხრა ,გაგიმხილო?
ნეტავ ეს რაღად?
ხომ იცი მე დღე სიხარულო
შენი დღით დამაქვს?!
შენი ღიმილით მომესალმა
პირველი ფიფქი
მერე თბილ საწოლს გაეპარა
შენს გზისკენ ფიქრი...
მერე სიხარულს მიაწება
ლოდინმა ცრემლი,
ხომ იცი აქ ვარ და შენსავით
არავის ველი?!
რომ მომენატრე გაგიმხილო?
ისევ გაგაგენდო?
თუ არ გაგიმხელ გაბრაზება
არც კი გაბედო!
რადგან შენ იცი,რა აზრი აქვს
მოვედო ალთას...
რამდენჯერ მითქვამს არ დავიწყებ
ათვლას და დათვლას...
მასწავლე უკვე არა თქმულით
არამედ თვალით
შეგრძნება,და თქმა ბედნიერი
ვიქნები ხვალით...
ვზივარ და ჩემს ფიქრს ვებუტები,
რას ვემართლები?
ცხადზე ცხადია რომ მიყვარხარ
და მენატრები!!!
ნანახია:
619
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
უბრალოდ მიყვარხარ ძალიან უბრალოდ ,
უბრალოდ ისე, როგორც არავინ მყვარებია ,
თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა
მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია.
არ ვიცი რა მიზეზით, რატომ ან რის გამო,
არ ვიცი ,შენ მე ,რატომ უნდა შემიყვარო.
მე მხოლოდ ის ვიცი ,რომ ერთადერთო !!!
რომ ყველაზე ძლიერ მიყვარხარ უბრალოდ.
მუდამ შენზე ვფიქრობ ,მუდამ შენზე ვდარდობ,
მუდამ მენატრები ჩემთან რომ არა ხარ.
მინდა გიპოვო და გითხრა, გაგრძნობინო,
თუ როგორ ძალიან უბრალოდ მიყვარხარ!!
ნანახია:
588
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
იცი?ლოდინი რა ძნელია?!
როცა სიმარტოვეს ებრძვი,
ნახე...რამდენი ვარსკვლავია
მე კი მენატრება ერთი!
იცი? უშენობა რა ძნელია?!
ამ დროს ლექსის წერა მშველის
ირგვლივ იმდენის თვალებია,
მე კი მენატრება ერთის!
იცი? კარგად ყოფნა რა ძნელია?
ალბათ უშენობა შემშლის,
ირგვლივ იმდენის ღიმილია...
მე კი მენატრება შენი!
იცი? სიყვარული რა ძნელია?!
როცა გულში იკლავ შენთვის,
ფუჭი ოცნებებიც დამღლელია
როცა ვეღარაფერს შეცვლი!
ხედავ? ეს გული რა წრფელია?!
როცა შენზე წერს და გეტყვი...
ირგვლივ იმდენის თვალებია და
მაინც მენატრება შენი!
ნანახია:
619
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
,ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს გითქვამს."
ნანახია:
579
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
უბრალოდ იცოდე რომ ღმერთს მადლობას ვუხდი იმისთვის რომ შენ გიპოვე..სისხლზე მეტი ხარ და მე ვიცი არასოდეს დამეკარგები..სულში ხარ...მიხარია რომ არსებობ...ფიქრში გხედავ და სულამდე ვთბები'.. შენზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.. და იმის თქმა მიხარია რომ გიპოვე....
ნანახია:
584
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.
შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა
ნანახია:
600
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
გაკოცე... ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე... მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ... და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი ვარ ოცნებით, სადღაა ნამუსი... შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი... ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით... და გარწევ, დილამდე ჯერ კიდევ შორია... და შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ... თითებით გეხები და ასე მგონია... წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ... მთელი გზა, ისევე შენს ფიქრებს მივანდე... და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში... მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე... და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში...
ნანახია:
606
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.
შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა
ნანახია:
589
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ღამის სიმთვრალეში სიჩუმის მელოდიას,
ფერები დაჰკარგვია.... უსასრულობაში,
სიბნელის ბატონობით ზეცა ჩაკარგულა,
მუქი ფერების უსიყვარულობაში.
წყვდიადის სიღრმეული სიბრძნის აკორდებით,
ტალღები სიხმაურის დუეტში გარეულა,
საოცრად ვერცხლისფერი, უზომოდ ვერცხლისფერი,
სხივები ფუნჯების ფერებში არეულა.
მთვარეს კი მოსწყენია სიბნელის თავხედობა
და მზისგან დღის სინათლის ნაწილი მოუპარავს,
ცოტა სიყვარულის, ცოტა რომანტიკის,
ფერებში გაუხსნია და სიბნელე მოუხატავს.
სიბნელე სიმთვრალეში... სიჩუმის მელოდიას,
ტალღების თქეშის ფონზე რითმებად აჰყოლია,
ყველა მხატვარია, ყველა მხატვარია....
ღამეს კი მთვარის გარდა... მხატვარი არ ჰყოლია!
ნანახია:
611
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს სიცოცხლე... გიყვარდეს სიყვარული... გიყვარდეს ოცნება... გიყვარდეს ფიქრი... გიყვარდეს ბუნება... გიყვარდეს წუთი... გიყავრდეს წამი... შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა... გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები... გიყვარდეს ადამიანი... გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს ზღვა... გიყვარდეს უსასარულობა... გიყვარდეს ქვიშა... გიყვარდეს სიმღერა... გიყვარდეს ხატვა... გიყვარდეს წერა... გიყვარდეს წიგნი... გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო... გიყვარდეს უანგაროდ... არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს... გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის... გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე... ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს... თვალები სადღაც გაგირბოდნენ, სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს... ტკივილამდე უნდა გიყვარდეს...
ნანახია:
581
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მე ჭრილობებს ვარჩენ---თქვა დრომ.
----მე ადამიანს მიწას არ ვაცილებ---თქვა სიფრთხილემ.
----მე ფრთებს ვასხავ ადამიანს---თქვა ბედნიერებამ.
----მე კი ადამიანს დავჭრი,ზეცაში ავაფრენ და მერე დედამიწაზე დავანარცხებ--სიამაყით ჩაიცინა სიყვარულმა!
ნანახია:
626
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტათ მიყვარს შენი პატარა ტანი....
შენი შავითმის ბუჩქი ეგ თეთრი შუბლი სერი
თვალები გიშრის ფერი ლოყები ვარდისფერი
შენი თითები მიყვარს ორი პატარა თათი
ო იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი
ო იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით
შენი გრძნობების სიღრმე სულის სიმაგლე შენი
მე დარდიც მიყვარს შენი შენი გიმილიც მარტო
მე ცრემლი მიყვარს შენი შენი კისკისი მართობს
მე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი
მე ჩრდილიც მიყვარს შენი მზის დაბნელების მსგავსი
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ მწვავს შენი ტრფობის ალი
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ მთელი გრძნობით და ძალით
ღამით ჩემთან ხარ სიზმრათ ფიქეში ჩემთან ხარ დღისით
გულის ძგერის ხმა მესმის შენი ხმა არის ისიც
მიყვარხარ ძლიერ ძლიერ მიყვარხარ ცხადათ მალვით
როგორც აროდეს არვინ არ ჰყვარებია არვის
ეს სიკვდილს უდრის თითქმის ეს შეუძლოა თითქმის
შენ ერთს გეკუთვნის ყველა რაც სიყვარულათ ითქმის..
ნანახია:
623
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ძალიან გიყვარდა?
ეგ არაფერია,
მეტად ყვარებიათ სხვებს,
ძალიან მოგწონდა?!
რა ვუყოთ მერე,
განა არ მოსწონდათ სხვებს...
ცხოვრებას შესწირავდი?
მიკვირს, განა ცხოვრება შეუწირავთ სხვებს?!
ცხოვრება თეატრია, ითამაშე,
ოღონდ ნუ გაიღებ მსხვერპლს!
ნანახია:
618
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
მიყვარს შენი სუნთქვა, მიყვარს შენი სუნი,
მიყვარს,მიყვარს, მიყვარს და უშენოდ ვკვდები,
ვიძირები სადღაც, მინდა მოგცე ძალა,
მინდა მოგცე ლექსი, მინდა იყო მარად,
მინდა იყო მუდამ, თუნდაც არა ჩემი,
მინდა ვწერო შენზე, მინდა გკოცნო მკერდზე,
მინდა გაიღიმო, მინდა გიგრძნო ჩემო,
შენ ხარ მხოლოდ ერთი, შენ ხარ ჩემთვის ღმერთი,
შენს თვალებზე ვლოცულობ და უშენოდ ვკვდები,
შენ ხარ გაზაფხული, შენ ხარ შემოდგომა,
ხარ ზაფხული მწველი, ხან კი თოვლად მოხვალ,
შენ ხარ განთიადი, მე ვარ ღამე მშვიდი,
ამიტომაც ალბათ, ჩვენ ვერ გაგვყრის ვერვინ,
მინდა გაჩუქო ყოველი წამი,
მინდა გაჩუქო ყოველი სიტყვა,
მინდა გაჩუქო ლექსების წიგნი,
რომელსაც ექნება სახელი შენი,
ამ ლექსებს მე დღეს სახელს არ ვარქმევ,
და წიგნს სარჩევი სულ არ ექნება,
რადგან ყველა ლექსს რასაც კი დავწერ,
შენი სახელით სათარუდება,
შენი თვალებით ვუყურებ ზეცას,
შენი სუნთქვით ვარ ამ ქვეყანაზე,
ამ გულს თუ გინდა სულ ამოვიგლეჯ,
მაგ გულის ფეთქვა მაინც მაცოცხლებს,
როგორ მინდა სადმე, შენთან ახლოს ვიყო,
მოვიდოდი ჩუმად, გა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
689
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ვინმე ნამდვილად უნდა გიყვარდეს
რომ დაიძაბო ნაზი სიმივით,
რომ იგრძნო რაა ცრემლის სიმლაშე
უნახაობის მწარე ტკივილი.
რომ შეებრძოლო ათას სიმაგრეს
ერთგულება და ბრძოლა ისწავლო,
ვინმე ნამდვილად უნდა გიყვარდეს
რომ ამ სიცოცხლით არ დაიღალო
ნანახია:
622
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო,
შორს ნუ მეძებ!
მანდვე ვარ...
შენს გულშI...
გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო?
საკუთარ გულზე დაიდე ხელი,
შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა...
როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად
გვიცემს...
ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს
გულისცემას...
ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან,
აქვე მყავხარ გულში,
შენი ტარებაც კი შემიძლია,
გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან,
ჩვენ სულ ერთად ვართ.
დაფიქრდი განა ასე არ არის?
განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით?
მე შენ გული მოგპარე,
ჩემი გული კი შენ გაქვს,
სიყვარულისთვის ესაა მთავარი.
ნანახია:
598
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
|
|
ლამაზმა თვალებმა ლამაზი ცრემლები იცის ლამაზმა ცრემლებმა ლამაზი ციმციმი იცის ლამაზმა ტუჩებმა ლამაზი ღიმილი იცის ყველაზე ლამაზმა ლამაზი სიყვარული იცის
ნანახია:
613
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-17
|
| |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|