| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » ***
|
| მინდა უეცრად ქუჩაში შემხვდე, შემთხვევით ბეჭი გამკრა
და ყველა კოცნა, რაც კი გაჩუქე- მაგ ტუჩებიდან აგფცქვნა!
მინდა წაგართვა ყოველი სიტყვა, შენთვის რომ მითქვამს გრძნობით,
მსურს დავითმინო ეს განსაცდელი,- გული გავსილი ბოღმით...
მსურს დავიბრუნო ყოველი წუთი, გატარებული შენთან,
თუმცა არ ვამბობ რომ არ მომწონდა, როცა ვიყავით ერთად.
მაგრამ დრო მიდის... დრო არ ჩერდება; წარსული მრჩება სევდად,
მე შენ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ... თუმცა არ მოვალ შენთან!
ვერ დაიბრუნებ ამ დიდ სიყვარულს, სულ ხომ არ ვივლი კენტად,
ვიცი, რომ ერთად აღარ ვიქნებით, რადგან-არ მოხვალ ჩემთან.
ან რა აზრი აქვს შენს დაბრუნებას,-დაიგვიანე უკვე...
და პატიებას, შენთვის რომ მქონდა- ვადა გასვლია წუხელ.
|
|
ნანახია: 589 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|