| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » ლექსები
მე ხომ შენი სიზმრიდან
და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი...
უნაირო გზის შემდეგ
ისევ შენთან მოვალ დღეს ,
იცი?,დავიღალე და
მხოლოდ შენ თუ მომარჩენ .
წვიმა ცრემლად შემარგე_
ცრემლიც უკვე გამიშრა,
როცა მოვალ შენდამდე
უკან აღარ გამიშვა
|
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენაan>
|
ისევ შემოგხედე თვალებში..
ისევ ამითრთოლე გული...
ისევ ჩერდებოდნენ წამები..
ისევ მომიწამლე გული..
ნეტა არასოდეს მენახე..
აღარ დამჩაგრავდა სევდა
ვეღარ მოვაღწიე შენამდე...
აღარ გამიღიმა ბედმა...
ისევ გაყინული სიჩუმე..
ისევ აირია გზები..
ისევ მომხიბვლელი ღიმილი..
ისევ სიყვარულით გელი..
ნეტავ ღმერთმა ცრემლი მაკმაროს..
სადღაც გაქრებოდა დარდი..
აღარ ვიდარდებდი არასდროს..
ოღონდ გყვარებოდი წამით..
|
ყური დაუგდე, ნუთუ არ გესმის?
როგორ გეძახის ეს ჩემი გული,
ნუთუ ვერ ხვდები შენზე რომ ვფიქრობ
და ძლიერ რომ ვარ შეყვარებული.
წუხელ სიზმარში გამომეცხადე
ახლოს ვხედავდი შენს ლამაზ თვალებს,
მერე წყვდიადში გაუჩინარდი
არ მახსოვს როგორ გათენდა ღამე.
ვინ გიყვარს ნეტავ, ვის ეტრფი კარგო?
მე შენს სიყვარულს ვერასდროს დავთმობ,
მარტოობისთვის ვარ გაჩენილი
იმიტომ დავრჩი სიზმარშიც მარტო.
შენთან რა მინდა, ჩემი ბრალია,
შენ არ მიგიძღვის დანაშაული,
ჩემი ბრალია რომ შეგიყვარე
და დავიტანჯე პატარა გული.
არ ვიცი როგორ აგიხსნა კარგო
ასეთი ბედი ღმერთმა რად მარგო,
მთელი სიცოცხლე დაგელოდები
სულ მეყვარები, არ მკითხო რატომ
|
მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…
|
|
დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
|
ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა
აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში
უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.
ჩვენს სიყვარულს, ეხლაც დგამენ სცენაზე
და ვერ ხსნიან, ვერც ზღაპრულ ენაზე.
ჩვენს სიყვარულს, ვერავინ ვერ ეხება
ეშინიან არ იყოს დაელვება.
ჩვენს სიყვარულს, ტანგოს ეცეკვებიან
იმედი აქვთ თითქოს გაეცნობიან.
ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება
საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.
ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა
ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩემი სიყვარული, შენ ხარ ქალბატონო
მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო.
|
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ..
მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგღლის
|
შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა
ღამე, ფაქიზი და ჩუმი.
ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი
უშენოდ ნაწამები გული..
დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,
ღამე მენატრება სრული.
ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,
ოცნებას გამოძახილს სულის.
შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ
მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.
და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს
– ცხოვრება რთულიაო, რთული..
|
გაბუტულ თვალებს როცა შევხედავ
მაშინ ვხვდები რომ უფრო მიყვარხარ,
მინდა იცოდე, მაგრამ ვერ ვბედავ,
თქმას და სიყვარულს გულში ვინახავ.
წახვალ და ისევ თვალწინ მიდგახარ,
შენგან სიშორეს ვერ ვეგუები,
ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ,
აი... სიტყვებით ვერ გეუბნები.
ამ მონატრებით დღეებს ვატარებ,
ისევ შენი ხმა ჩამესმის ყურში.
ვფიქრობ... და ფიქრში რას არ გადარებ
ვფიქრობ და სისხლზე მეტი ხარ გულში
| |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|