| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » :*
|
| წამო რა,წვიმაში გავიაროთ.
ქუჩას,ჩვენს ბავშვობას
რომ გვახსენებს,
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან,
ალბათ,ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ წვრილთვალება კაცუნებმა,
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც,იმ ამომშრალ ჭასთან ვდგევარ,
ნესტს რომ სიმშრალეთი,ასაფლავებს.
იცი?რამდენი რამ შეიცვალა,
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ.
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა,წვიმა.
წამო,აღარ ვითხოვ მოწყალებას,
ყალბი სინანულის,ნარჩენისთვის,
წვიმას,გაზაფხული დაუტბორავს,
მარტის უკანონო გაჩენისთვის.
წამო რა,წვიმაში გავიაროთ/
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ,ნაკვალევად,
ჩვენი ბავშვობა რომ დარჩენია!!
|
|
ნანახია: 628 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|