| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » :)
|
| მიყვარს შენი სუნთქვა, მიყვარს შენი სუნი,
მიყვარს,მიყვარს, მიყვარს და უშენოდ ვკვდები,
ვიძირები სადღაც, მინდა მოგცე ძალა,
მინდა მოგცე ლექსი, მინდა იყო მარად,
მინდა იყო მუდამ, თუნდაც არა ჩემი,
მინდა ვწერო შენზე, მინდა გკოცნო მკერდზე,
მინდა გაიღიმო, მინდა გიგრძნო ჩემო,
შენ ხარ მხოლოდ ერთი, შენ ხარ ჩემთვის ღმერთი,
შენს თვალებზე ვლოცულობ და უშენოდ ვკვდები,
შენ ხარ გაზაფხული, შენ ხარ შემოდგომა,
ხარ ზაფხული მწველი, ხან კი თოვლად მოხვალ,
შენ ხარ განთიადი, მე ვარ ღამე მშვიდი,
ამიტომაც ალბათ, ჩვენ ვერ გაგვყრის ვერვინ,
მინდა გაჩუქო ყოველი წამი,
მინდა გაჩუქო ყოველი სიტყვა,
მინდა გაჩუქო ლექსების წიგნი,
რომელსაც ექნება სახელი შენი,
ამ ლექსებს მე დღეს სახელს არ ვარქმევ,
და წიგნს სარჩევი სულ არ ექნება,
რადგან ყველა ლექსს რასაც კი დავწერ,
შენი სახელით სათარუდება,
შენი თვალებით ვუყურებ ზეცას,
შენი სუნთქვით ვარ ამ ქვეყანაზე,
ამ გულს თუ გინდა სულ ამოვიგლეჯ,
მაგ გულის ფეთქვა მაინც მაცოცხლებს,
როგორ მინდა სადმე, შენთან ახლოს ვიყო,
მოვიდოდი ჩუმად, გაკოცებდი ჩემით,
გაკოცებდი ვნებით და არ გეტყოდი სიტყვას,
მხოლოდ გულის ცემით გაიგებდი ჩემს აზრს,
ნეტავ როდის გნახავ, თუ მოიცლი ჩემთვის,
თუარ გინდა ჩემთან, მაშინ სულ გავქრები,
მაშინ მოვალ თოვლად, რომ შეგეხო მშვიდად,
შენს ბაგეზე ფრთხილად დავდნები და ვიქცევი წვიმად..
|
|
ნანახია: 690 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|