| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 17 » :*:)
|
| მინდოდა მეთქვა, როგორ მიყვარხარ,
მაგრამ სიტყვები იქცნენ ცრემლებად!
მინდოდა გეგრძნო როგორ მჭირდები,
როგორ ვიქეცი სევდად, ვედრებად. . .
მინდოდა მეთქვა, როგორ ვიცხოვრე,
და აღსარება იქცა იარად. . .
მინდოდა დიდი სინათლით გვევლო,
მაგრამ სინათლე იქცა ციალად. . .
მინდოდა მეთქვა-მარტო შენი ვარ,
მაგრამ ტყუილი ვერ გაგიბედე,
მინდოდა მეთქვა-სხვა გზა არა გვაქვს,
მაგრამ სიმართლეც ვერ გაგიბედე!
და ასე სევდით, ცრემლით, ვედრებით,
წლებმა შეცვალეს სულისკვეთება,
ჩვენ პარალელურ გზებზე გვივლია,
გზებზე, რომლებიც არ იკვეთება
|
|
ნანახია: 591 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|