გენატრები??
ეხლა რაღა დროს მონატრებაა...
გენანები?
ეხლა რაღა დროს სინანულია
ეხლა გიყვარვარ? როცა აღარ ვარ?
როცა ვეღარ გრძნობ ჩემი ტუჩების სითბოს?
ეხლა გიყვარვარ?
ეხლა რაღა დროს სიყვარულია.
ეხლა გიყვარვარ?
მე მიყვარდი, არ შემიყვარე.
ეხლა გინდივარ?
მე მინდოდი, შენ სხვას ეძებდი.
ეხლა გენატრები?
მენატრებოდი, სიგიჟემდე მენატრებოდი.
ეხლა გენანები?
მენანებოდი, სხვისთვის მართლაც მენანებოდი.
ეხლა გედარდები?
მედარდებოდი, ტკივილამდე მედარდებოდი.
მაინც გიყვარვარ?
ეხლა გიყვარვარ?
ეხლა გინდივარ?
ეხლა გენატრები?
ეხლა გენანები?
ეხლა გედარდები?
როცა აღარ ვარ?
როცა აქ არ ვარ?
როცა სხვაგან ვარ? შენი აღარ ვარ.
ეხლა გიყვარვარ?
როცა მე უკვე აღარ მიყვარხარ