დარდი შემოსულა
გულში
ისევ მონატრების
ფარდად,
აღარ დაგიძახე
გუშინ...
დღეს კი
უშენობა მტანჯავს.
სადღაც დამალული
ხმებით
ჩუმად რომ გიყვები
ზღაპარს -
შენთვის ნათამაშებ
ღიმილს
სულში სევდისფერი
დაჰკრავს...
დრო კი უნამუსოდ
მიჰქრის,
დრო არ დაგვიცდის და
სადღაც -
ჩვენთვის შემონახულ
წუთებს
ურცხვად წაიღებს და
წავა....