პარასკევი, 2026-04-03, 3:00 AM
მოგესალმები Guest | RSS
fuck love
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ნიკო გომელაური [1]
ცნობილები [67]
სტატუსები [60]
ლექსები [13]
F.C.B [23]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 81

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28
რამდენ ბიჭს (გოგოს) უთქვამს თქვენთვის რომ უყვარხართ.... მაგრამ თქვენ მისი სიყვარული უხეშად ვიტყვი და საერთოდ არ ''გჭირდებოდათ''... ვისი სიყვარულის გულისთვისაც ყველაფერს დათმობდით ამ ქვეყნად, ის დუმს რატომღაც ... არაფერს ამბობს... თუ კი გიყვართ ვინმე და მან ეს ჯერ არ იცის, მიდით, მიდით და ჩასჩურჩულეთ ყურში ჩუმად ან იყვირეთ მთელი ხმით. დროს ნუ კარგავთ, ნუ ელოდებით რაღაცას ან ვიღაცას... არ ღირს, რადგან სანამ თქვენ ჩუმად ხართ, შეიძლება ისიც იტანჯება... ნუ დაადენთ თვალზე ცრემლს, ნუ გაათენებიებთ ღამეებს თეთრად, ნუ დააწვევინებთ საყვარელ სახეს ცრემლებს... უბრალოდ უთხარით რომ გიყვართ... უბრალოდ უთხარით: '',,არ მეშინია ქვეყნად არაფრის, გარდა ღმერთის და შენი დაკარგვის'"'... უთხარ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 606 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

 ლეკვი ლომისა სწორია გამადიდებელ შუშაში
2) სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში აბია მსხალი
3) რასაცა გასცემ შენია,რაც არა უფრო შენია:)

4) ხარი ხართან რომ დააბა, ან ფერს იცვლის ან მოკვდება.
5) დედის წინ მორბენალი კვიცი ტრუპია
6) სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი ნაირ-ნაირი.
7) ხარი ხართან რომ დააბა ორი ხარი იქნებაო.

8) პატარძალმა ძროხა ვერ მოწველა ინტერნეტი ჭედავსო.

9)სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.

10)ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება.

11) ჰაკერმა თხარა თხარაო ინტერპოლი გამოთხარაო.

12) დედის წინ მორბენალი კვიცი გაოფლიანდება.

13) გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 582 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ანდრეუ ფონტასი პირველ გუნდს შეუერთდა 2011 წლის 16 მარტს, 21 წლის ასაკში. მან დაიკავა ერიკ აბიდალის ადგილი, მას შემდეგ რაც ერიკს ღვიძლზე კიბო აღმოაჩნდა. ფონტასის დებიუტი "ნოუ კამპზე" შედგა. მან შეცვალა ხერარდ პიკე და "სპორტინგთან" გამართულ მატჩში ბოლო 5 წუთი ითამაშა. 2009 წლის 31 აგვისტოს ჩატარებული ეს თამაში "ბარსამ" 3-0 მოიგო. ფონტასი პირველ გუნდს 2011 წლის მარტის შუაში შეუერთდა. მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ლა ლიგაში, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან გაიტანა პირველი გოლი ყაზანის "რუბინის" კარში. ფონტასი "ბარსას"ახალგაზრდულ გუნდს 2007 წლის ზაფხულშსი შეუერთდა "ჟირონადან", კლუბიდან, რომელშიც თამაშობდა მას შემდეგ, რაც დატოვა მისი მშობლიური ქალაქი ბენონესი, სადაც ის თამაშობდა 1996 წლამდე. ის იყო ნაწილი ახალგაზრდული გუნდისა და შემდეგ გადავიდა "ბარსა ბ"-ში, სადაც გაატარა ორნახევარი სეზო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 659 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ერიკ აბიდალი კატალონიურ კლუბში 2007–08 წლების სეზონში გადავიდა, ჯოვანი ვან ბრონხორსტის ჩასანაცვლებლად. ეს იყო მისი საზღვარგარეთ თამაშის პირველი გამოცდილება. "ლიონის” ერთ-ერთ იმიგრანტ ოჯახში დაბადებულმა, კარიერა "Lyon-la-Duchère”-ში დაიწყო, ფრანგულ CFA 2 დივიზიონში, სადაც იგი მარცხენა ნახევარმცველად თამაშობდა. 2000 წლის ზაფხულში მან "მონაკოსთან” პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც, ამავე წლის 16 სექტემბერს შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის პირველ ლიგაში, "ტულუზას” წინააღმდეგ. პირველ სეზონში ის ხშირად იწყებდა მატჩებს ძირითად შემადგენლობაში, ისევე როგორც სათადარიგოთა სკამზე. საერთო ჯამში, აბიდალმა მოკრძალებული რაოდენობის მატჩები ჩაატარა, 8 პირველ ლიგაში და ერთიც ჩემპიონთა ლიგაში. 2001-02 წლებში აბიდალმა "მონაკოს” რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, ძირითადად ფლანგზე მოთამაშე, ხანდახან კი ცენტრა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 586 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ადრიანო კორეირა კლარო დაიბადა კურიტიბაში (ბრაზილია) 1984 წლის 26 ოქტომბერს. ადრიანომ თავისი პროფესიონალური კარიერა მშობლიურ ქალაქში დაიწყო – საფეხბურთო კლუბ "კურიტიბაში". მან თავი ბრაზილიაში თამაშის დროს კარგად წარმოაჩინა, როგორც ძალიან კარგი ფეხბურთელი (უუნივერსალი), ასევე პატარაობიდან მას შეატყეს, რომ ადრიანო იყო საკმაოდ ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელი. მისით ძალიან ბევრი ევროპული კლუბი დაინტერესდა. მას შემდეგ რაც "კორიტიბაში" ადრიანომ 81 მატჩი ჩაატარა და აქედან 2 –ჯერ თავი იჩინა, ასევე მოიგო ორჯერ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი 2003 და 2004 წლებში. მან დატოვა ბრაზილიური კლუბი და ესპანურ "სევილიაში" გადავიდა. მისი დებიუტი ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ მატჩში შედგა 2005 წლის იანვარში. ამის შემდეგ ადრიანოს კლუბში ადაპტაცია არ გაუჭირდა. იგი ყოველთვის მზად იყო კლუბის დასახმარებლად ცუდ სიტუაციაში (იგულისხმევა თუ ვინმე ტრავმას ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 607 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

იბრაჰიმ აფელაი დაიბადა 1986 წლის 2 აპრილს, ქალაქ უტრეხტში (ჰოლანდიაში). მას ბავშობიდან უყვარდა ბურთის გორება. იგი "პსვ ეინდჰოვენის" სკოლის აღზრდილია. მან თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა პსვ– ში თამაშისას. აფელაი 17 წლის იყო, როდესაც მისი დებიუტი შედგა პირველი გუნდის მაისურით, ჰოლანდიის თასზე. შემდეგ კი უკვე ერედივიზიონში "ტვენტეს" წინააღმდეგ. თავის პირველ სეზონში იბრაჰიმმა 7 მატჩამდე ჩაატარა. ყოველ წელს იგი იზრდებოდა და იხვეწებოდა. 2005/06 სეზონში აფელაი იშვიათად იყო გუნდის წინა პლანზე, მაგრამ უკვე ამის შემდეგ იგი გუნდის უცვლელი ფიგურა გახდა. მან თავისი პოზიციისდა მიუხედავად, იცის გოლების გატანა. შარშან, მან 13 გოლის გატანა შეძლო და თანაც აქვს ერთი "ჩვევა" - იტანს მაშინ, როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან სჭირდება. თითქმის ყველა წარმატების შემოქმედი "პსვ ეინდჰოვენისა" იყო იბრაჰიმი, რომელიც ა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 660 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

მარცხენა მცველი, მაქვსველი, "ბარსაში” "ინტერიდან” მოვიდა. რას მანმადე "აიაქსშიც” ჰქონდა ნათამაშები და ევროპულ ფეხბურთში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. კაშეიროში, 1981 წლის 17 აგვისტოს დაბადებულმა, მაქსველმა, პროფესიონალური ფეხბურთის თამაში "კრუზეიროში” დაიწყო და ისე მოხიბლა ევროპელი სპეციალისტები, რომ მაშინდელ დიდებულ "აიაქსში” 2001 წელს გადაბარგდა. ის მხოლოდ 20 წლის იყო, როცა ევროპაში გადავიდა, თუმცა ასაკმა მას ხელი ვერ შუაშალა კლუბის ძირითადში რეგულარული ადგლის დაკავებაში. 2001/2002 წლებში ის უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად ტალანტად. მან თავის პიკს ჰოლანდიაში 2004 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "აიაქსთან” ერთად მან მოიგო 2 ჩემპიონატი, ერთი თასი და ერთიც სუპერთასი. 2005 წლის აპრილში მაქსველმა სერიოზული მუხლის ტრავმა მიიღო და ფეხბურთ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 605 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ეს ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი დაიბადა ტენერიფეს სანტა კრუზში. იგი შეუერთდა "ბარსას” ახალგაზრდულ კლუბს 2004 წელს, ჟუვენილე ა-ში სათამაშოდ. სათადარიგო გუნდებში სამი წლის თამაშის შემდეგ, პედრომ ძირითად გუნდში თამაშის პირველი სიამოვნება 2007/2008 წლების სეზონის ბოლოს მიიღო. ოორივე თამაში "კამპ ნოუზე” გაიმართა, ერთი "მურსიას” წინააღმდეგ ლა ლიგის მე-19 ტურში, ხოლო მეორე "ვალიადოლიდის” წინააღმდეგ, 29-ე ტურში. მაგრამ მან სეზონის უმეტესი ნაწილი მაინც ბარსა ბ-ში გაატარა და დიდი წვლილი შეიტანა ბარსას მე-2ბ ლიგაში დაწინაურებაში. მან 36 მატჩში 6 გოლი გაიტანა. გვარდიოლა, ამჟამად "ბარსას” პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი, ყურადღებით აკვირდებოდა თავის ყოფილ შეგირდს. ფაქტობრივად, პედრო იყო ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომლებსაც 2008/2009 წლების სეზონის მოსამზადებელ მატჩებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიეცათ. ს ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 605 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

საბადელში დაბადებული, სერხიო ბუსკეტსი, "ბარსას” ახალგაზრდულ გუნდს 2005 წელს შეუერთდა. ჟუვენილ ა-ში თამაშის განმავლობაში მან სამი ტიტული მოიგო ისეთი ფეხბურთელების გვერდზე, როგორებიც არიან ბოიანი, კროსასი, ჟეფრენი და ჯოვანი. 2006/07 წლების სეზონში ის განაგრძობდა თამაშს ჟუვენილე ა-ში და ალექს გარსიას ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელი იყო. ახალგაზრდულ გუნდში თამაშის მესამე წელს, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის მიუხედავად, მან 26 მატჩში 7 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში ბუსკეტსმა "ბარსა ბ”-ში გადაინაცვლა, რომელსაც უკვე პეპ გვარდიოლა წვრთნიდა. 12 მატჩი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას გვარდიოლა თავისი თამაშით გაეოცებინა და მას მერე კიდევ 23 მატჩი ჩაატარა. ბუსკეტსმა დიდი წვლილი შეიტანა "ბარსა ბ”-ს მე-2 დივიზიონში დაწინაურებაში. სერხიომ პირველად "ბარსას” ძირითად გუნდში 2007/08 წლების სეზონში ითამაშა, კატალონიის თას ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 595 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

სეიდუ კეიტა "ბარსელონას” პირველი შენაძენია 2008/09 წლების სეზონში, მოვიდა რა იგი "სევილიადან”, რათა გაამაგროს ასულგრანას ნახევარდაცვის ცენტრი. სეიდუ ახმედ კეიტა დაიბადა მალში, ქალაქ ბამაკოში, 1980 წლის 16 იანვარს. საფეხბურთო კარიერა მან საფრანგეთის ჩემპიონატში დაიწყო,.1999/00 წლების სეზონში შეავსო მარსელის "ოლიმპიკის” შემადგენლობა, სადაც მხოლოდ ერთი წელი დაჰყო. "ოლიმპიკიდან” ის "ლორიენში” გაემგზავრა. კეიტამ ორი წელი დაჰყო იქ და ერთი მატჩი ითამაშა საფრანგეთის თასზე. თავისი კარიერ სეიდუმ "ლანსში” გააგრძელა და იქ 5 წელიც ითამაშა. აქ მას კარიერა აეწყო და 2006-07 წლებში 37 მატჩში 11 გოლი გაიტანა, რის წყალობითაც საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეორე ფეხბურთელად დასახელდა (პირველი: ფლორან მალუდა). მას შემდეგ, რაც მან 8 სეზონი დაჰყო საფრანგეთის ჩემპიონატში და 5 წლის მანძილზე იყო "ლანსის” კაპიტანი, 2 ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 620 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ხავიერ ალეხანდრო მასკერანო დაიბადა სან–ლორენცოში 1984 წლის 8ივნისს. მან ფეხბურთში "საფეხურებიც" მშობლიურ ქვეყანაში გაიარა. თავისი საფეხბურთო პროფესიონალური კარიერა 19 წლისამ დაიწყო, როდესაც 2003 წელს "რივერ პლეიტში" ჩაირიცხა. მან რივერში 2 წელი დაჰყო. გუნდთან ერთად "კლაუსარას" მოგება შეძშლო, ხოლო შემდეგ ბრაზილიურ "კორინთიანში" გადაბარგდა 2005 წელს. მან ბრაზილიის ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ 17 მატჩი ჩააატარა. აღსანიშნავია, ისიც, რომ მან მაინც შეძლო ბრაზილიის ეროვნული ჩემპიონატის მოგება. შემდეგ ევროპაში დაიმკვიდრა ადგილი თავიდან კერძოდ "ვესტ–ჰემში", შემდეგ უკვე ერთი წლის თავზე თავი "ლივერპულში" "ამოჰყო" (2007 წ.). მისი ევროპული კარიერა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, მას ევროპაში არანაირი ტიტული არ მოუგია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მან ბოლო წლების განმავლობაში "ლივერპულის" ძირითად შემადგ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 610 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ხოსე მანუელ პინტო "ბარსელონაში” 2008 წლის 18 იანვარს, ვიგოს "სელტადან” გადავიდა. თავდაპირველად იგი კატალონიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, მაგრამ 2007-08 წლების სეზონის ბოლოს "ბარსასთან” სრულფასოვან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. კადისში, პუერტო დე სანტა მარიაში, 1975 წლის 8 ნოემბერს დაბადებულმა პინტომ საფეხბურთო კარიერა ანდალუსიაში დაიწყო. "ბეტისის” მეორე გუნდში გატარებული სამი სეზონის შემდეგ მას პირველ გუნდში დებიუტიც ელოდა. სევილიელთა პირველ გუნდში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ პინტომ ვიგოს მიაშურა და თავისი კარიერის მომდევნო 10 წელი "სელტაში” გაატარა. ვიგოურ კლუბში პინტომ თავი სტაბილური თამაშით გამოიჩინა და გუნდის კაპიტნობაც ირგუნა. პრიმერა დივიზიონში მან 126, ხოლო სეგუნდაში 56 შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, პინტო იყო "სელტას” ძირითადი მეკარე მაშინ, როდესაც ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 606 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

იტალიის ქალაქ ბარიში დაბადებული ტიაგო 2005 წელს, 14 წლის ასაკში შეუერთდა „ბარსას" და როგორც ფეხბურთელს, მას შემდეგ ზრდა არ შეუწყვეტია, გაიარა რა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები. ტიაგო მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ამისდა მიუხედავად, უკვე დიდი ცხოვრებისეული და საფეხბურთო გამოცდილება აქვს. მისი მამა – მაზინიო, თვითონაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და სხვადასხვა დროს: ბრაზილიაში, იტალიასა და ესპანეთში ცხოვრობდა. როცა მისმა ოჯახმა გალისიაში გადაწყვიტა ცხოვრება, ტიაგომ თამაში დაიწყო ქალაქ ვიგოს კლუბ „ურეკაში", სადაც მან ძალიან მალე მიიპყრო სხვა კლუბების ყურადღება. „ბარსელონა" კი პირველი აღმოჩნდა, ვინც სერიოზულად მოეკიდა მისი ტრანსფერის საკითხს და 2005 წელს იგი გადაიბირა. რამდენიმე სეზონი მან კადეტთა და ახალგაზრდულ კლუბებში გაატარა, 2008/09 წლების სეზონში კი „ბარსელონა ბ"–ში დააწინაურეს, სადაც მან 25 მატჩი ჩ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 598 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს, "ნიუელ ოლდ ბოიზში” დაიწყო, სადაც 2000 წლამდე გამოდიოდა. 13 წლის ასაკში ლიონელს ატლანტიკის ოკეანის გადალახვა მოუწია იმისათვის, რომ "ბარსელონაში” ჩარიცხულიყო. თავდაპირველად მესი "ბარსას” 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა მას შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების შემდეგ იყო "ბარსა ც”, შემდეგ "ბარსა ბ” და ბოლოს კატალონიური კლუბის პირველი გუნდიც. 2003–2004 წლების სეზონში, როდესაც მესი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო, პირველ გუნდთან ერთად "პორტუს” წინააღმდეგ, "დრაგაოს” სტადიონის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურ მატჩში კი მესი მოედანზე 2004 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა "ესპანიოლთან” შეხვედრაში. ვინაიდან იმ დროისთვის პირველი გუნდის არაერთი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, მწვრთნელს ხშირად უწევდა სარეზერვო გუნდიდან მოთამაშეების ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 593 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ალექსის ალეხანდრო სანჩესი "ბარსას" ფეხბურთელი 2011 წლის 21 ივლისს, კატალონიელთა და "უდინეზეს" ხელმძღვანელთა შეთანხმების შემდეგ გახდა. ჩილელი კლუბს 22 წლის ასაკში შეუერთდა, ის 2011/2012 წლის სეზონისათვის "ბარსას" პირველი შენაძენი გახდა. დაიბადა 1988 წლის 19 დეკემბერს, ჩილეს ქალაქ ტოკოპილაში. მისი კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ალექსისი ადგილობრივ კლუბ "კობრელოაში" ჩაირიცხა. პროფესიონალურ დონეზე მისი დებიუტი 2005 წლის 12 თებერვალს, 16 წლის ასაკში შედგა. სადებიუტო სეზონში ალექსისმა 38 მატჩი გამართა და თავი 3–ჯერ გამოიჩინა. 2006 წლის ივლისში, "კორბელოამ" სანჩესი "უდინეზეს" მიჰყიდა, რომელმაც ალეხანდრო მშობლიურ "კოლო–კოლოში" გაანათხოვრა. მან 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. 2007–2008 წლების სეზონში, იტალიურმა კლუბმა ჩილელი კვლავ არენდის წესით გაუშვა, ამჯერად არგენტინაში, კე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 614 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ანდრეს ინიესტა "ბარსელონას” 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის სკაუტმა კი ერთ-ერთ ტურნირზე, "ალბასეტეს” ბავშვთა გუნდის შემადგენლობაში იხილა. "ბარსაში” მოსვლის დღიდან "სიკვდილამ” პროგრესირება დაიწყო და 2000 წელს "ბარსა ბ”-ში ჩაირიცხა, რის შემდეგაც ფაქტობრივად ავტომატურად იქცა ხოსეპ მარია გონსალვოს გუნდის გამთამაშებლად. 2002 წლის 29 ოქტომბერს კი ინიესტამ ოცნება აიხდინა და პირველი გუნდის მაისურით გამოვიდა მოედანზე. სადებიუტო შეხვედრა ანდრესმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიაში "ბრიუგეს” წინააღმდეგ ჩაატარა. ის შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დებიუტანტმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. გუნდში თავისი დღევანდელი მყარი ადგილი ინიესტამ მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა, რომელმაც მისი უდიდესი ტალანტისგან შედეგი მოიტანა. მართალია ანდრესი 2004-05 წლების სეზონში ვარსკვლა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 581 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

დავიდი ბავშვობიდან იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით, მამამისი კი, რომელიც მეშახტე იყო, უწონებდა შვილს არჩევანს და ცდილობდა მასთან ერთად ევარჯიშა. ვილას საფეხბურთო კარიერა შეიძლებოდა ადრეულ ბავშვობაშივე შემწყდარიყო, ვინაიდან მან 4 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მიიღო- თეძოს ძვალი მოიტეხა. ნახევარი წლის განმავლობაში ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. ვილია საკმაოდ ტანმორჩილი და გამხდარი ბავშვი იყო, რის გამოც მას ბავშვობაში ვიტამინების მიღება უხდებოდა, რათა ორგანიზმი გაეკაჟებინა. მაგრამ მაგრამ საუკეტესო მახასიათებლები-სისწრაფე და ენერგიულობა არ დაუკარგავს და დღემდე გამოჰყვა. ბავშვობაში ასტურიელს ჰქონდა სურვილი, რომ საფეხბურთო კლუბ "რეალ ოვედიოს" საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, მაგრამ მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ამრიგად იგი "ლანგრეოს" საფეხბურთო სკოლაში მოხვდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს უნიჭიე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 575 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა "კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მოვიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან "ბარსა ბ”-ში გადავიდა. "ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა. ჩავის ოცნება, ეთამაშა "ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, ახდა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის ათასზე "მალიორკას” დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში "ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში. 1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 584 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა ლა პობლა დე სეგურის მოკრძალებულ გუნდში დაიწყო, თუმცა შემდეგ "ბარსელონას” წარმომადგენლების მიერ იქნა შემჩნეული და მანაც, 17 წლის ასაკში, "ბარსას” მიაშურა. პუიოლი თავდაპირველად "ბარსა ბ”–ში ასპარეზობდა და ემზადებოდა პირველ გუნდში დებიუტისთვის, რომელიც 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა "ვალიადოლიდის” წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში პუიოლს ნდობა ლუის ვან გაალმა გამოუცხადა. იმ დროს პუიოლი მარჯვენა მცველად თამაშობდა, ხოლო მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, დაცვის ცენტრშიც საიმედოდ დაიწყო თამაში. 2003–04 წლების სეზონში პუიოლი გუნდის მესამე კაპიტნად იქნა არჩეული. იმ წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის მიერ ნაჩვენებ შესანიშნავ თამაშში. კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ "რელთან” 18 ქულას აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ პრინციპულ მეტოქეს 2 ქულით აჯობეს. იმ სეზონში პუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 756 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

2011 წლის ზაფხულში, სესკ ფაბრეგასი "არსენალიდან" "ბარსელონას" პირველი გუნდის რიგებში ჩაეწერა და 2011/12 სეზონის რიგით მეორე შენაძენი გახდა. 2011 წლის 15 აგვისტოს შედგა მისი, როგორც "ბარსას" ფეხბურთელის პრეზენტაცია. სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" რიგებში 10 წლის ასაკში გაწვრიანდა და კატალონია მან 16 წლისამ მიატოვა მაშინ, როდესაც კონტრაქტი გააფორმა "არსენალთან". იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც "მეთოფეთა" რიგებში გოლი გაიტანა. მისმა მუდმივმა განვითარებამ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცია არსენ ვენგერისთვის. ამ უკანასკნელმა, 2004/05 სეზონის განმავლობაში, სესკი პრემიერ ლიგის 30 მატჩში ათამაშა. 2008 წელს, 21 წლის ასაკში, სესკს "არსენალის" კაპიტნის სამკლავური გადაეცა. ამ პერიოდში იგი უკვე მიჩნეული იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავად. ინგლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 570 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ხერარდ პიკე დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს და იმ დღიდან მოყოლებული "ბარსელონას” კლუბის წევრია. პიკე ძალზე პატარა იყო, როდესაც კლუბში ჩაირიცხა, ხოლო 10 წლის ასაკში Avelin B–ს წევრი გახდა. მას შემდეგ "ბარსას” მესამე ნომერმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. Cadet B-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას "ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა. 2003/04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება გადაწყვიტა. ინგლისში გადაბარგებიდან სამ კვირაში მას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, როდესაც "მანჩესტერი” კერლინგის თასზე "ქრიუ ალექ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 581 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)


Geდანიელ ალვეში მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველია, რომელიც თავისი ფლანგის ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ვიხილოთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა მას შემდეგ, რაც ესპანურ "შევილიაში” 6 წელი გაატარა. დანიელ ალვეშ და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვეშმა ფეხბურთის თამაში რეგიონის უძლიერეს კლუბში, "ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე "ბარსელონას” ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18 წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავუს გამოჩენის შანსი "ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ მისცა. ალვეშის სადებიუტო შეხვედრა მისმა კლუბმა 3:0 მოიგო, ხოლო თავად ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭილება დატოვა. მან გამოიმუშავა თერ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 610 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ვიქტორ ვალდესმა თავისი საფეხბურთო კარიერა "ბარსელონას” ახალგაზრდულ კლუბში დაიწყო, სადაც იგი 1992 წლის 1 ივნისს მივიდა. მაგრამ, იმავე წლის სექტემბერში იგი ოჯახთან ერთად ტენერიფეში გადავიდა საცხოვრებლად და კლუბიც დატოვა, რომელსაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაუბრუნდა. დაბრუნების შემდეგ მან მოახერხა სწრაფად მიეღწია სპორტული წარმატებებისათვის. 2002–03 წლებშ ვალდესი "ბარსელონას” პირველ გუნდში არგენტინელი მეკარის, რობერტო ბონანოს დუბლიორი იყო. თუმცა, არგენტინელის არადამაჯერებელმა თამაშმა და კლუბშ რადომირ ანტიჩის მოსვლამ, ვალდესს "ბარსელონას” კარში ადგილი მყარად დაუმკვიდრა. 2003–04 წლების სეზონში ვალდესი კლუბის ნომერ პირველ მეკარედ იქცა მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა შეიძინეს თურქი რუშთუ რექბერი, რომელსაც საკუთარ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრიჯაოს მედალი ჰქონდა მოგებული. 2004–05 წლების სე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 718 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

news