| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » კარლეს პუიოლ საფორკადა
2:23 PM კარლეს პუიოლ საფორკადა |
კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა ლა პობლა დე სეგურის მოკრძალებულ გუნდში დაიწყო, თუმცა შემდეგ "ბარსელონას” წარმომადგენლების მიერ იქნა შემჩნეული და მანაც, 17 წლის ასაკში, "ბარსას” მიაშურა. პუიოლი თავდაპირველად "ბარსა ბ”–ში ასპარეზობდა და ემზადებოდა პირველ გუნდში დებიუტისთვის, რომელიც 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა "ვალიადოლიდის” წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში პუიოლს ნდობა ლუის ვან გაალმა გამოუცხადა. იმ დროს პუიოლი მარჯვენა მცველად თამაშობდა, ხოლო მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, დაცვის ცენტრშიც საიმედოდ დაიწყო თამაში. 2003–04 წლების სეზონში პუიოლი გუნდის მესამე კაპიტნად იქნა არჩეული. იმ წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის მიერ ნაჩვენებ შესანიშნავ თამაშში. კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ "რელთან” 18 ქულას აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ პრინციპულ მეტოქეს 2 ქულით აჯობეს. იმ სეზონში პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატში 27, უეფას თასზე კი შვიდი შეხვედრა ჩაატარა. თუმცა, "ბარსას” კაპიტანს პირველი მედლების მოსაპოვებლად 2004–05 წლების სეზონამდე მოუწია ლოდინი. იმ წელს ფრანკ რაიკაარდის მიერ დამოძღვრილმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში იმარჯვა. კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა მომდევნო სეზონი, როდესაც პუიოლმა თავს ზემოთ ესპანეთის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასის გარდა, ჩემპიონთა თასიც აღმართა. მთელი იმ სეზონის განმვლობაში, პუიოლმა მხოლოდ ხუთი შეხვედრა გამოტოვა. სამ შემთხვევაში კაპიტანი მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა მოედანს გარეთ, ორჯერ კი იგი დისკვალიფიცირებული იყო. 2006–07 წლების სეზონში პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატის 38 ტურში 35 შეხვედრა ჩაატარა და სეზონის ბოლოს კარიერაში ყველაზე მძიმე ტრავმა მიიღო. 2007 წლია 20 ივნისს, პრეტორიაში გამართული ამხანაგური შეხვედრის დროს, კაპიტანმა მუხლი დაიზიანა და 29 სექტემბრამდე მოუწია უქმობა. მიუხედავად იმისა, რომ პუიოლმა 2007–08 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა, ესპანეთის ჩემპიონატში მან 30 შეხვედრის ჩატარება მაინც მოახერხა. როგორც პუიოლისთვის, ასევე მთელი "ბარსელონასთვის” ტრიუმფალური გამოდგა 2008–09 წლების სეზონი, როდესაც გუნდმა აბსოლუტურად ყველა ტიტულის მოგება მოახერხა, რაც კი შესაძლებელი იყო. პეპ გვარდიოლა კაპიტანს უმეტესად დაცვის ცენტრში აყენებდა ხოლმე, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი პუიოლმა მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ესპანეთის თასის ფინალი კი მარცხენა ფლანგზე. სეზონის განმავლობაში პუიოლმა დაამტკიცა, რომ მას გატანა შეუძლია და 2009 წლის 2 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე "რეალს” მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა. სეზონის ბოლოს რომში გამართული ფინალის შემდეგ კი გახდა კლუბის ისტორიაში ერთადერთი კაპიტანი, რომელმაც ჩემპიონთა თასი თავს ზემოთ ორჯერ აღმართა. კარლეს პუიოლი არის ესპანეთის ეროვნული ნაკრების უცვლელი წევრი. "ფურია როხას” შემადგენლობაში მან 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშა. ევროპის ჩემპიონატებზე კი პუიოლმა 2004 და 2008 წლებში მიიღო მონაწილეობა და მეორე მათგანში გამარჯვებასაც მიაღწია.
|
|
კატეგორია: F.C.B |
ნანახია: 760 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|