ანდრეუ ფონტასი პირველ გუნდს შეუერთდა 2011 წლის 16 მარტს, 21 წლის ასაკში. მან დაიკავა ერიკ აბიდალის ადგილი, მას შემდეგ რაც ერიკს ღვიძლზე კიბო აღმოაჩნდა. ფონტასის დებიუტი "ნოუ კამპზე" შედგა. მან შეცვალა ხერარდ პიკე და "სპორტინგთან" გამართულ მატჩში ბოლო 5 წუთი ითამაშა. 2009 წლის 31 აგვისტოს ჩატარებული ეს თამაში "ბარსამ" 3-0 მოიგო. ფონტასი პირველ გუნდს 2011 წლის მარტის შუაში შეუერთდა. მას უკვე ნათამაშები ჰქონდა ლა ლიგაში, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მან გაიტანა პირველი გოლი ყაზანის "რუბინის" კარში. ფონტასი "ბარსას"ახალგაზრდულ გუნდს 2007 წლის ზაფხულშსი შეუერთდა "ჟირონადან", კლუბიდან, რომელშიც თამაშობდა მას შემდეგ, რაც დატოვა მისი მშობლიური ქალაქი ბენონესი, სადაც ის თამაშობდა 1996 წლამდე. ის იყო ნაწილი ახალგაზრდული გუნდისა და შემდეგ გადავიდა "ბარსა ბ"-ში, სადაც გაატარა ორნახევარი სეზონი.