ხუთშაბათი, 2026-04-02, 11:55 PM
მოგესალმები Guest | RSS
fuck love
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ნიკო გომელაური [1]
ცნობილები [67]
სტატუსები [60]
ლექსები [13]
F.C.B [23]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 81

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 28 » დანიელ ალვეშ და სილვა
2:08 PM
დანიელ ალვეშ და სილვა

Geდანიელ ალვეში მსოფლიოში ერთ–ერთი უძლიერეის მარჯვენა მცველია, რომელიც თავისი ფლანგის ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია ვიხილოთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში, 25 წლის ასაკში გადავიდა მას შემდეგ, რაც ესპანურ "შევილიაში” 6 წელი გაატარა. დანიელ ალვეშ და სილვა ბრაზილიაში, ბაიას შტატის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა 1983 წლის 6 მაისს. ახალგაზრდა ალვეშმა ფეხბურთის თამაში რეგიონის უძლიერეს კლუბში, "ესპორტე კლუბ ბაიაში” დაიწყო. აწ უკვე "ბარსელონას” ფეხბურთელმა თავისი პირველი კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და 18 წლის ასაკში პირველ გუნდშიც ჰქონდა დებიუტი. ახალგაზრდა მცველს თავუს გამოჩენის შანსი "ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ევარისტო დე მაჩედომ მისცა. ალვეშის სადებიუტო შეხვედრა მისმა კლუბმა 3:0 მოიგო, ხოლო თავად ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭილება დატოვა. მან გამოიმუშავა თერთმეტმეტრიანი და ერთი საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. პირველი ტიტული ალვეშმა 2001 წელს მოიპოვა, როდესაც მისმა გუნდმა ბაიას ჩემპიონატი მოიგო. ამას მოჰყვა 2001 და 2002 წლებში ნორთესტის თასის მოპოვებაც. ახალაგაზრდა ფეხბურთელის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენია ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, რომელმაც ალვეში გუნდში 2003 წლის იანვარში მიიწვია. ამ დროისთვის ალვეში უკვე "სევილიაში” თამაშობდა იჯარის წესით და ვინაიდან თავი ესპანეთშიც კარგად წარმოაჩინა, ანდალუსიური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტა. 2003 წელს დანიმ ბრაზილიის 20 წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ფინალში ალვეშის ბრაზილიამ ანდრეს ინიესტას ესპანეთს 1:0 სძლია, ხოლო თავად ალვეში ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა. 2003/04 წლების სეზონში ალვეშმა "სევილიას” შემაგენლობაში 29 შეხვედრა ითამაშა და უეფას თასის საგზური მოიპოვა. 2005/06 წლების სეზონში ალვეში გუნდში როგორც დაცვითი, ასევე შემტევი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული და ანდალუსიელებს უეფას თასის მოგებაში დაეხმარა. "ბარსელონას” დღევანდელი მეორე ნომერი იმ გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო რამდენიმე თვეში, მისმა "სევილიამ” ევროპის სუპერთასზე "ბარსას” 3:0 სძლია და ალვეში ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო. მომდევნო სეზონში ალვეშმა "სევილიასთან” ერთად კიდევ ერთხელ მოიგო უეფას თასი და ზედ ესპანეთის თასიც დააყოლა. 2007/08 წლების დასწყისში ალვეშის გუნდმა მადრიდის "რეალს” ესპანეთის სუპერთასის მოსაპოვებლად გამართულ ორრაუნდიან ბრძოლაში სძლია, ხოლო იმავე სეზონში მარჯვენა მცველმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე. იმ სეზონში ალვეშმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 თამაში ჩაატარა და ამ მაჩვენებლით გუნდში ხესუს ნავასის შემდეგ მეორე იყო. "ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, პირველივე სეზონში, ალვეშმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მან "ბარსას” რიგებში სულ რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მაგრამ მათ შორის იყო რომში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალიც. მიუხედავად თავისი ამპლუისა, ალვეშმა პირველ კატალონიურ სეზონში, 54 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. გარდა საკლუბო ფეხბურთისა, ალვეში წარმატებით ასპარეზობს ეროვნულ ნაკრებშიც. მან ბრაზილიის პირველ გუნდთან ერთად 2007 წელს კოპა ამერიკის, 2009 წელს კი კონფედერაციის თასის მოგება მოახერხა.
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 610 | დაამატა: anukianuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
news