| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 09
როგორც ყოველთვის
ისევ მომენატრე
ისევ მომადგა თვალებზე ცრემლი
ისევ შენ გნატრობ
ისევ შენ გელი
ისევ ვლოცულობ რომ იყო ჩემი
ისევ წამომცდა მიყვარხარ მეთქი
ისევ შენს სურათს ვესაუბრები
ისევ აგორდა ფიქრის მორევი
ისევ ადიდდა მდინარე ცრემლის
ისევ ჩამესმის შენი ჩურჩული
ისევ ე მომდის შენი სურნელი
ისევ გამოჩნდა ცაზე ღუბელი
ისევ გადავშალე სევდის ფურცელი
მე უშენობას ვერ ვეგუები!!!
ნანახია:
550
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
მეკოცნა მაინც წასვლისას
როგორ უკოცნოდ გაგიშვი...
ამ უშნო ბუტიაობას ვერ ვეჩვევი
და არც მიშლი...
მეკოცნა მაინც წასვლისას
ეხლა ცრემლებში ვბანაობ,
და სისხლი არ გამომივა
გულში, რომ დამკრა დანაო...
როგორ გაგიშვი სულელმა
ან როგორღა ვძლებ უშენოდ,
ვზივარ და ვფიქრობ ყოველდღე
ამ საქმეს რითი ვუშველო??
ჩამოდი, ჩემთან ჩამოდი
არ შემიძლია მოცდაო...
ცალკე უშენოდ ყოფნა მკლავს
თან გაბუტული კოცნაო!
ნანახია:
588
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
გაკოცო მინდა, და...
გეფერო დილამდე...
და საბნად გვეხუროს,
ორივეს სიგიჟე...
შიშველი ფიქრები,
ბნელ ღამეს მივანდე...
და მაინც, მაგიჟებს
ღამე და სიშიშვლე...
მოვარდეს უეცრად,
ღელვა და წამიღოს...
გკოცნიდე ხარბად და
ღრუბლებში ვფრინავდე...
ამ ღამეს, სიბნელე
მოვტაცო ფაქიზად...
და ტუჩებს ვკოცნიდე...
უაზროდ დილამდე...
საწოლთან აგდია,
ეს ღამეც – ორსული...
ასე რომ ვნატრობდი...
ასე რომ ველოდი...
ჯერ, სადღაც წასული...
და მერე მოსული...
და ისევ ნაცნობი,
ტუჩების გემოთი...
სიშიშვლე ღამის და
სითეთრე სხეულის...
და შენი თითების,
ნაცნობი შეხება...
და დღემდე ნაწერი,
ფერადი რვეული...
მოკლული გულივით
აგდია ფეხებთან...
და ისევ, ეს ღამე...
წარსულად ქცეული...
ლამაზი სურათი,
კედელს რომ ამშვენებს...
მე, მ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
684
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად..
ნანახია:
563
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
იცი რა მიყვარს?
ეგ სევდიანი თვალები მიყვარს,
იცი რა მიყვარს?
შენი ფიქრები,ჯერ რომ არ გითქვამს.
იცი რა მიყვარს?
ოცნება მიყვარს შენი ფერებით.
იცი რა მიყვარს?
სიტყვებით როცა მომეფერბი.
იცი რა მიყვარს?
ეგ სიყვარული შენი გულიდან.
ამას რომ გეტყვი,მერე არასდროს გნახო თუ გინდა.
რად გაგირბივარ?
ეგ რომ ვიცოდე ერთად ვიქნებით,
მაგრამ არ ვიცი რამდენის ახსნა შევძლო სიტყვებით.
ვიცი როგორ ხარ და ისიც ვიცი ჩემი ბრალია,
მინდა მიყვარდე,მეც შეგიყვარო ასე ძალიან
ნანახია:
560
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს,
მე რომ გეძებდი, ვიცი!
გენატრებოდი? - არ მახსოვს...
მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს,
მე რომ ვტიროდი ვიცი!
მართლა გიყვარდი? არ მახსოვს...
მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი!
ნანახია:
543
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მე შენ იმაზე მეტად მენატრები, რასაც მონატრება ქვია, მე შენ იმაზე მეტადმიყვარხარ, რასაც სიყვარული ქვია, შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ, რასაცსიცოცხლე ქვია.
ნანახია:
575
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მიყვარხარ...მაგრამ, როცა გულსა მტკენ
თვითონ მთავრდება სიცოცხლე ჩემი.
მიყვარხარ...მაგრამ, როცა გულსა მტკენ
მე აღარ მინდა დანახვა შენი.
მიყვარხარ...მაგრამ შენ არ გეგონოს,
ეს სიყვარული არ დასრულდება.
ვგრძნობ, რომ სინაზე ჩემი გულისა
მალე სასტიკად განადგურდება.
მოდი, ჩამხედე თვალებში წამით,
ამოიკითხე ფარული სევდა...
მიყვარხარ, მაგრამ, როცა გულსა მტკენ,
მე აღარ მინდა, რომ ჩემი გერქვას.
ნანახია:
544
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
საღამო იყო თანაც ძლიერ ძლიერ ციოდა,
ვიჯექი მარტო,გავყურებდი შორეულ წარსულს...
შენი უიმედო მონატრებით გული მტკიოდა
შენთან სიმარტოვე ო რაოდენ ძლიერ მინდოდა.
საღამო იყო ვარსკვლავების წვიმა ცვიოდა,
ვიჯექი მარტო შეუმჩნევლად ცრემლიც მდიოდა...
შენი ჩახუტება,მოფერება ისე მინდოდა
დრო კი ამ ნატვრაში შეუმჩნევლად ძლიერ მიჰქროდა.
საღამო იყო ჩამი-ჩუმი არსად ისმოდა,
მე კი წარსულზე მოგონების ფიქრი მათბობდა...
არ მეგულება პიროვნება ვინც არ იტყოდა
ნეტავ წარსულში,სულ ცოტა ხნით მაინც მამყოფა.
საღამო იყო ისევ ისე ძლიერ ციოდა,
ჩემი სიბრალულით ღრუბელსაც კი ცრემლი სდიოდა...
ისე გნატრობდი,სინანულით ცაც კი ტიროდა
ჩემი სიბრალულით ნიავიც კი არსად იძრწოდა.
საღამო იყო...ამ თვალებში სული კიოდა
და იცი რატომ? უშენობით გული სტკიოდა
ნანახია:
654
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
შენი სევდიანი თვალები მიყვარს.
შენი მიბნედილი გაღიმება.
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში სიცილის ჩაბინდება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე.
შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს,
გამომწვევად რომ დახრი თვალებს.
შენი უთქმელი სევდა მიყვარს,
შენი უცნაური გაგიჟება,
შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს,
შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს,
ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი
ნანახია:
553
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
რომ მომენატრე დაგიწერო?
და ვითომ რატომ?
რომ დავიღალე დაგიწერო?
რომ მართლა ვდარდობ?
რომ გეძებ გითხრა ,გაგიმხილო?
ნეტავ ეს რაღად?
ხომ იცი მე დღე სიხარულო
შენი დღით დამაქვს?!
შენი ღიმილით მომესალმა
პირველი ფიფქი
მერე თბილ საწოლს გაეპარა
შენს გზისკენ ფიქრი...
მერე სიხარულს მიაწება
ლოდინმა ცრემლი,
ხომ იცი აქ ვარ და შენსავით
არავის ველი?!
რომ მომენატრე გაგიმხილო?
ისევ გაგაგენდო?
თუ არ გაგიმხელ გაბრაზება
არც კი გაბედო!
რადგან შენ იცი,რა აზრი აქვს
მოვედო ალთას...
რამდენჯერ მითქვამს არ დავიწყებ
ათვლას და დათვლას...
მასწავლე უკვე არა თქმულით
არამედ თვალით
შეგრძნება,და თქმა ბედნიერი
ვიქნები ხვალით...
ვზივარ და ჩემს ფიქრს ვებუტები,
რას ვემართლები?
ცხადზე ცხადია რომ მიყვარხარ
და მენატრები!!!
ნანახია:
560
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
მთელი დღის მოლოდინს
ღამესთან მოვიტან.
ღამე კი ბნელია...
მანძილი შორი... და
თუ გინდა, ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა...?
მთვარეს რომ კოცნიდა,
ვარსკვლავს- შორიდან
შევასწარ თვალი... და
მეც კოცნა მომინდა,
თუ გინდა ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა...?
მივწექი ტახტზე და
გვერდითაც მომიწვა...
წაართვა ადგილი,
ლოდინთან მორიგდა...
თუ გინდა ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა...!?
თან უფრო შორიდან...
თან უფრო შორიდან..
ნანახია:
705
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
რატომ ვწერ ამდენს?
იმიტომ რომ,რაღაცა მტკივა.
ან იქნებ,ცაში,
იქ შორს და მაღლა, გაფრენა მინდა,
რატომ ვწერ ამ ლექსს??
იქნებ იმიტომ რომ,რაღაც მინდა,
მინდა ვიპოვო შორეული,
მოსული ციდან.
ერთი სუნთქვიდან ამოსული,
სულ ერთი ციდა,
ერთი გულიდან გამოსული
სითბო წმინდა.
რატომ ვწერ ამ ლექსს??
იქნებ ვიპოვნე,ის რაც მე მინდა!
ნანახია:
565
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
არის წუთები, როცა
რაღაც გეჯავრება, არის წუთები როცა სიყვარული
გენანება, არის წუთები როცა სიცოცხლე გეზარება და ეს ყველაფერი მაშინ
ხდება, როცა ვიღაცა
გენატრება ....................
ნანახია:
598
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...
ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია,
ყველაზე ღვთიური-ბერის.
ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია,
ყველაზე თბილი კი დედის.
ნანახია:
536
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მინდა გაიღიმო როცა გათენდება... სიცოცხლეს გაუღიმო...
მინდა გაიღიმო როცა წვიმის წვეთი ცხვირზე გაკოცებს...
მინდა გაიღიმო როცა ვარსკვლავი თვალს ჩაგიკრავს ან მზე გაგიცინებს...
გაიღიმო მაშინაც კი როცა ტუჩები იბუტებიან,
როგორ? - თვალებით...
მინდა დღეში ასჯერ, არა ათასჯერ გაიღიმო, არა აქვს მნიშვნელობა ვისთვის ან რისთვის,
უბრალოდ გაიღიმო... იქნება გათბე...
მინდა წარსული მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდეს და შენ არ ცხოვრობდე წარსულით...
მინდა ბედნიერება დაინახო იმ ცხოვრებაში რომელშიც ცხოვრობ.
ნანახია:
579
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მინდა შენი სიცოცხლე მერქვას
შენი უზადო ფიქრი ვიყო...
მინდა შენი ოცნება მერქვას,
შენი სითბო და სინაზე ვიყო.
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო...
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი,
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო.
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო,
აი ეს არის მწარე სიმართლე...
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო.
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს,
ისე დამღალა ოცნების დევნამ
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო...
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა
დროვე წაიღებს,,,იყოს...
ჩემსავე გულში დავიმარხები
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ..
ნანახია:
589
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
დასანანია ახლოს რომ არ ხარ,
ძლიერ მადარდებს მე ეს სიშორე,
მე მოვაშორებ ამ სივრცეს ფარდას,
და შენთან მოვალ მინდა იცოდე,
მოვალ და ჩუმად დავდგები კართან,
ალბათ ამიტანს მაშინ სიმორცხვე,
თუ კარს გამიღებ სიმორცხვით გეტყვი,
მსურს შენთან ვიყო მთელი სიცოცხლე!!!!
ნანახია:
577
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
იყავი მასთან ერთად ვისაც ყოველთვის შეუძლია სახეზე ღიმილი გაგიჩინოს, იყავი მასთან ერთად ვიზეც ფიქრობ როცა იღვიძებ , როცა იძინებ და ვინც გესიზმრება. იყავი მასთან ერთად ვისაც შენს საიდუმლოებს უზიარებ, იყავი მასთან ერთად ვინც მუდამ გენატრება,
ნანახია:
595
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
რატო მომენატრე დღეს
ასე ძალიან?
ჩემი ფიქრები სულ
შენთან არიან,
იქნებ ეს ჩვენი სიშორის
ბრალია,
ანდა შემიყვარდი
ძალიან–ძალიან..
ნანახია:
579
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
დაუკითხავად თუ კი შემიყვარდი, თუკი შენზე ფირქში ღამე გავათიე ,
მიყვარხარო... თუკი გამოგიგტყდი სული შეგიშფოთე მაპატიე......
ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა, მაგრამ შარა გზაზე გავაღწიე,
წინ შენი სახე მიმიძღოდა და თუ აქაც შევცდი მაპატიე.........
ნაზი ოცნება თუ გაგიმხილე , მშვიდი ცხოვრება თუ დაგირღვიე,
შენზე რომ ვლოცულობ სევდიანი, თუ რამეს ვაშავებ მაპატიე......
შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს, შენზე ფიქრები თუ დავარბიე,
რა ვქნა უნებურად შემიყვარდი დამნაშავე ვარ და.... მაპატიე.....
ნანახია:
604
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება,
რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,
ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.
მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
რომ არ შევიშალო თანდათან
ნანახია:
591
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
ჩემი რომ იყო
გულში ჩაკრული დაგაძინებდი,
და დილით ადრე თვალებზე კოცნით გაგაღვიძებდი.
ჩემი რომ იყო
გულზე დარდს არ მიგაკარებდი,
თვალს აგიხვევდი და კოცნის ზღვაში გაგატარებდი.
ჩემი რომ იყო
ჩუმად ალერსში დაგაბერებდი ,
და რომ მიყვარხარ იმას მაინც დაგაჯერებდი.
შენი რომ ვიყო
გაკოცებდი რომ ისურვებდი ,
და შენს ბრძანებას ყველას უსიტყვოდ შევასრულებდი
ნანახია:
631
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მე დღესაც მჯერა რომ ეს სამყარო
შენგან იწყება შენით მთავრდება,
მე შევეცდები გრძნობა დავმალო
მაგრამ ვიცი რო არ გამომივა.
მე ერთხელ კიდევ მინდა შევიგრძნო
შენი ხელების სითბო, შეხება
შენილამაზი თბილი ხელების,
ჩემს გარდა ყველას რომ ეფერება.
მე ერთხელ კიდევ ჩავხედო მინდა
შენს მოციმციმე ცრემლიან თვალებს.
ო, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ
მაგრამ ვაი რო ჩემი არ გესმის.
ჩემს გონებაში შენი ხატება
ხან სულ გაქრება ხანაც გაჩნდება,
მე რა ვქნა თუკი ჩემთვის სამყარო
შენგან იწყება შენით მთავრდება.
ნანახია:
634
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი,
მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი,
მეგონა, შენი თვალები ჩემს სიყვარულს მალავდნენ,
მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ,
მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა,
მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა
ნანახია:
638
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
დახუჭე, თვალები დახუჭე,
სინათლე ყველაფერს აფუჭებს,
სიბნელე მათბობს და მაყუჩებს.
არ გინდა? - სიცოცხლეს გაჩუქებ,
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს,
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს.
გთხოვ - შენი თვალები მაჩუქე,
შენი თითები მაჩუქე,
შენი სიზმრები მაჩუქე,
შენი ალერსი მაჩუქე,
უღონო ტუჩები მაჩუქე,
დილა და საღამო მაჩუქე
და ამ ყველაფრის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ..
ნანახია:
577
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
თითქოს ჩემს სუნთქვას რაღაც აკლია,
მინდა აქ იყო..
ჩემი გრძნობები სევდამ დაძლია,
ზღვისკენ წაიღო.
თეთრი ფიქრები ისევ კვამლშია,
დნობა დაიწყო.
მდინარე ისევ ცეცხლის ალშია,
მზემ არ დაინდო.
წამით გაჩერდა და დაიყვირა
- “მინდა აქ იყო!”
ერთხანს დადუმდა, გაიკვირვა
“ნეტავ გაიგო?!”
დამწვარი ფიქრის ნაგლეჯებს ეცა,
ხელში აიღო.
თვალი დახუჭა და ჩაიკეცა,
წვიმაც დაიწყო..
სველი წვეთები მიწას ყინავდა,
არ გადაიღო.
გათოშილ თვალში ცრემლი ყვინთავდა,
ბინა დაიდო.
გულის მშრალ ქნარზე სითბოს დაკრული
წვიმამ გაიგო.
ფრთხილად მივიდა და გაყინული
გულში ჩაიკრო.
ნანახია:
634
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
როცა ვინმე ტკივილს
გაყენებს...გულს გტკენს და ამას განიცდი უბრალოდ თვალები დახუჭე და
გაიღიმე... გაიღიმე თუნდაც ეს თვალები ტანჯვითა და ცრემლით გქონდეს სავსე
და მაშინ მოგეცემა ძალა შენს სულში ტკივილი სიხარულად გადააქციო... და
იცოდე რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ ხარ როცა პატიება შეგიძლია..."an>
ნანახია:
560
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
სიყვარულის ბიოგრაფია
სახელი - სიყვარული,
ასაკი - არ ააქვს,
მშობლები - სიცოცხლე და
სიკვდილი,
მისამართი - ადამიანის გული,
ფერი- გამჭირვალე,
მტრები - ეჭვი, ღალატი და სიამაყე,
ჰობი - ადამიანთა
გულების დაპყრობა,
მეგობრები - ტანჯვა, ცრემლი,
სიხარული,მონატრება,
დევიზი - მე შენ
მიყვარხარ!
მიზანი - ბედნიერება.
ნანახია:
547
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მე თუ მოვკვდები, მე მომკლავენ შენი ხელები
ისე მომკლავენ ერთხელაც არ შემეხებიან
სხვა რას გაიგებს, ასე ძლიერ რად მენატრები
სხვა რას გაიგებს, სხვები შენ რას შეგედრებიან
მე თუ მოვკვდები, ეგ თვალები მომიღებს ბოლოს
მაგრამ სიკვდილიც იგვიანებს თითქოს ჯინაზე
და შენი კოცნა, შენი კოცნა მიშველის მხოლოდ
კოცნით მაჩუქე უკვდავება ამ ქვეყანაზე
ნანახია:
583
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
თითქოს სუნთქვა ხარ,
თითქოს ჩემთან ხარ,
ასე ახლო ხარ,
ასე შორი ხარ,
მე ისე გნატრობ ისე მწყურიხარ
ჩემი ოცნება
სიხარული ხარ.
ჩემი სუნთქვა ხარ,
ჩემი მუზა ხარ,
ჩემი დარდი ხარ
და ოცნება ხარ.
ისე მიყვარხარ–––
ჩემი სიცოცხლე
სიხარული ხარ...
ნანახია:
574
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
თვალებში ჩამხედე....
ხედავ?
როგორ მაკლიხარ ისევ...
მაინც,
სიყვარულს ვბედავ...
და გულს,
იმედი მივსებს...
სულში ჩამხედე...
ხედავ?
რა ფერებია სულში...
ახლა რომ იყო,
ჩემთან...
მე ჩაგიკრავდი გულში...
დამიძახებდე ნეტავ...
დღესაც,
როგორმე გავძლებ...…
ოღონდ,
ვისუნთქო შენთან...…
და შენი ცქერით გავძღე...
ზეცას ახედე...
ხედავ?
ობლად დარჩენილ ღრუბელს...
როგორ მტკიოდი მე და...
როგორ,
მიყვარდი წუხელ...
და საოცარი დილა...
თენდება,
შენით მთვრალი...
თვალებს,
მისველებს წვიმა...
ცრემლის ატყვია კვალი...
წარსულს,
ფეხდაფეხ მივდევ..
მე ხომ,
შენს თვალებს ვენდე...
რა ვქნა,
მიყვარხარ ისევ...
და მენატრები დღემდე...
მე გულს, იმედით ვივსებ...
შენზე ოცნებას, ვბედავ...
მოდი,
დაბრუნდი ისევ...
როგორ მაკლიხარ,
ხედავ?...
ნანახია:
563
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?როცა
გეტყვიან,ჩემოსიცოცხლე
ნანახია:
623
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს, შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია, აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია…
აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნაგავი, აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი,
აქ სიზმრები აღარ არის ფერადი, აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი…
აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში, აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში,
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია, აქ “ბებერი ალაზანში კიდია”…
აქ პოეტებს გაურბიან მუზები, აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები…
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა, აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა
ნანახია:
591
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
შენ რომ იცოდე, შენს დანახვაზე
გული ჩერდება სუნთქვა ჩქარდება
და წამიერად მომელანდები
თვალებს დავხუჭავ და მენატრება
შენი გიმილი, შენი თვალები
თვალს რომ გავახელ ჩემთან აღარ ხარ
არადა თითქოს ჩემს გვერდით დგახარ
როგორ მინდა რომ სულ ჩემთან იყო
ბედმა სასტიკმა ასე მარგუნა
და როცა გნახავ გვერდით ჩამივლი
არც გამიგიმებ არც შემომხედავ
თვალებს დავხუჭავ და დავინახავ
ისევ შენს ღიმილს
ისევ შენს თვალებს
თვალებს გავახელ
და ისევ მოსჩანს
ისევ ის სახე, ისევ ღიმილი
ხელს მკიდებ და მიგყავარ სადღაც...
სადღაც შორს
ნანახია:
603
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
სულ მენატრები... სულ მელანდება...
შენი ღიმილი თავს რომ მახსენებს
ვეღარ გივიწყებ მე იმ წამიდან
როცა პირველად შენ დაგინახე
არც შემამჩნიე ან ვერ გავიგე
როგორ მიყვარხარ ნეტავ იცოდე...
შენ რომ იცოდე... შენს დანახვაზე
ვეგარ ვაზროვნებ შენზე ფიქრებში
სულ თვალწინ მიდგას შენი ღიმილი
შენი თვალები რომ მენატრები
ნეტავ გიპოვო ამ ბნელ ქუჩებში
ვდგავარ მარტო და თავზე მეცემა
სიყვარულისგან დამწვარს ეს წვიმა
და ერთხელ მაინც რომ მაკოცნინა
შენს ნაზ სახეზე
წუთისოფელში ამ ქვეყანაზე
ჩემზე ბედნიერს ვერავის ნახავ
ღამე დაგეძებ დგე შენზე ვფიქრობ
იმედი მე მაქვს რომ შენ გიპოვი
რომც ვერ გიპოვო მე მეყვარები...
ნანახია:
595
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მზე დაიღალა შენზე ოცნებით...
მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს...
მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები...
მე ყოველ ღამე, ლოცვას ვაპირებ...
და შენ მეძახი, ისევ შორიდან...
მომკლა ლოდინმა და სიმარტოვემ...
ღამით მთვარესთან კოცნა მომინდა...
ამაღამ მაინც, ნუ მიმატოვებ...
მე ვიცი, მაინც დავრჩები ცალად...
და სიმარტოვე წამიღებს როცა...
მე, გული სევდამ ამომაცალა...
და მაინც, შენთან შეხვედრას ვლოცავ...
ნანახია:
601
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
ნეტა რას იტყვი,
სამუდამოდ შენზე, რომ ვწერო,
დროის გადაღმა, ავაშენოთ პატარა სახლი.
არ მემეტები არავისთვის,
ამიტომ გჩემობ,
შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი.
ნეტა რას იტყვი?-
-ჩემ წილ, ღიმილს
სევდაში გიცვლი,
მე შენში უფრო გამახარებს,
ჩემი დანახვა
და შეიძლება ყველაფერი
შევძლო ზეგისთვის,
მაგრამ ვერ შევძლებ
ავიტანო შენი დაკარგვა.
ნეტა რას იტყვი?-
-შეგიყვარებ ყველას მაგივრად,
თუ აცივდება,
სხეულითვე
სხეულს გაგითბობ.
ბოლო ხანებში მარტოობა,
რაღაც გაჭირდა,
თუ დაგავიწყდი
მერე რა და ისევ გაგიცნობ.
ნეტა რას იზავ,
რომ მოვიდე,
უბრალოდ დავრჩე
და რომც გაბრაზდე
არ გამაგდო დაგითვლი
სუნთქვას.
-სიყვარული,რომ არ არსებობს
ამ ქვეყანაზე
თურმე ეგეთი სისულელეც
ვიღაცას უთქვამს.
- ხოდა მიყვარხარ,
სიყვარულად,რომ აღარ ითქმის,
ხოდა მიყვარხარ,
ხოდა ესეც შენი ბრალია,
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი,
სადაც საათებს უსაათოდ,
კოცნით დათვლიან...
ნანახია:
618
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
რამდენი გეძებე,
სადა ხარ...
უშენოდ, რამდენი ვიარე...
მე. წარსულს აწმყოში დავმარხავ...
და იმედს ავაფრიალებ...
და ისევ გარბიან,
წუთები...
და წლებიც, გავლიე უშენოდ...
მე ისევ,
ძველ დროში ვბრუნდები...
და ვცდილობ, რამეთი ვუშველო...
რამდენი წუთია,
წყენამდე...
ვინ იცის, რამდენი დარდი ვარ...
და მაინც, შორია შენამდე...
და ისევ,
უშენოდ დავდივარ...
არ ვიცი,
რამდენი წელია...
ქარივით გავთელე ქუჩები...
ეს გულიც, უშენოდ ძველია...
და კოცნაც,
მაგ შენი ტუჩების...
და თითქოს,
რაღაცა მაკლია...
და გულიც,
სიყვარულს მპირდება...
სიცოცხლე,,
ეს ჩემი ნაკლია...
და მაინც, ეგ კოცნა მჭირდება...
ნანახია:
621
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ჰო და სწორედ ასე ძლიერ მენატრები...
მონატრება გაგიჟებით გაგიგია?
გავგიჟდები, ისე ძლიერ მენატრები.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? _
ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები!
აჰა, უკვე მეტი აღარ შემიძლია,
მინდა გითხრა____
მიყვარხარ და მენატრები!!!
ნანახია:
620
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
როგორ მინდა ჩემთან იყო,
დაგიკოცნი ლამაზ თვალებს,
მერე გულში ჩაგიხუტებ,
თეთრად გავათენებ ღამეს.
გულს გაჩუქებ,სულს გაჩუქებ,
მთელ სიცოცხლეს განაცვალებ,
ოღონდ მეტად არ წახვიდე,
არ დამტოვო როგორც ადრე.
ძნელი არის უშენობა,
ვერ გავუძლებ ამდენ დარდებს,
თუ მოხვედი არ გაგიშვებ,
მაგრად ჩაგიკეტავ კარებს.
ნანახია:
604
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
ვუსმენ სიჩუმის უცნაურ კვნესას,
ეხლა საშველი მხოლოდ ძილია,
მაგრამ მე შენი დუმილიც მესმის
და დავიწყება არ შემიძლია
ნანახია:
615
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
kvelaze lamazi rac gmerts sheukmnia, kvelaze dzlieri rac adamianshia da kvelaze kargi rasac vxvdebit am cxovrebashi, es icode rom sikvarulida.
ნანახია:
643
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
ისევ მარტო ვარ,შენ ისევ არ ხარ.
წვიმას აპირებს და არსად ჩანხარ.
არცერთი სიტყვა, არცერთი ფრაზა,
ნეტა ვიცოდე ნეტა შენ სად ხარ .
ნანახია:
641
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,
მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,
მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,
მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის
ნანახია:
617
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
ძალიან ძნელია დაშორდე იმას ვინც,მთელი გულით არსებით გიყვარს, როცა ცრემლები წააგავს წვიმას,ტირიხარ და ამბობ მე მაინც მიყვარს........... მე შენ გიყვარდი როგორც ფერია.. დამკარგე ვითომ არაფერია.... ძლიერ მიყვარხარ!მაგრამ ამას მე გეტყვი მაშინ როცა ყოველთვის გეყვარები და არ გამცვლი სხვაში.........................ზოგჯერ ფიქრის დროს დავიღლები დემეძინება,და ტკბილ სიზმრებში შენი სახე მომელანდება,და მენანება ამ სიზმრიდან თავის დაღწევა,რადგან ვიცი რომ შენი სახე დამეკარგება..........
ნანახია:
614
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...
ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ
ნანახია:
611
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
"როცა ნატანჯი გული ქვითინებს ... როცა ტკივილი გირთულებს სუნთქვას... როცა სიცოცხლეც თითქოს აღარ გსურს... მაშინაც გული იმედით ცოცხლობს..."
ნანახია:
594
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
|
|
მე შენ მიყვარხარ!"ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!" დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ, ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში, ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან, სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!"ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ მიყვარხარ!" თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!" და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა, ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო, ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი, ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ, ძლიერ და მარად!"
an>
ნანახია:
587
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-09
|
| |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|