მთელი დღის მოლოდინს
ღამესთან მოვიტან.
ღამე კი ბნელია...
მანძილი შორი... და
თუ გინდა, ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა...?
მთვარეს რომ კოცნიდა,
ვარსკვლავს- შორიდან
შევასწარ თვალი... და
მეც კოცნა მომინდა,
თუ გინდა ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა...?
მივწექი ტახტზე და
გვერდითაც მომიწვა...
წაართვა ადგილი,
ლოდინთან მორიგდა...
თუ გინდა ნუ მოხვალ,
წვიმა ხომ მოვიდა...!?
თან უფრო შორიდან...
თან უფრო შორიდან..