თითქოს ჩემს სუნთქვას რაღაც აკლია,
მინდა აქ იყო..
ჩემი გრძნობები სევდამ დაძლია,
ზღვისკენ წაიღო.
თეთრი ფიქრები ისევ კვამლშია,
დნობა დაიწყო.
მდინარე ისევ ცეცხლის ალშია,
მზემ არ დაინდო.
წამით გაჩერდა და დაიყვირა
- “მინდა აქ იყო!”
ერთხანს დადუმდა, გაიკვირვა
“ნეტავ გაიგო?!”
დამწვარი ფიქრის ნაგლეჯებს ეცა,
ხელში აიღო.
თვალი დახუჭა და ჩაიკეცა,
წვიმაც დაიწყო..
სველი წვეთები მიწას ყინავდა,
არ გადაიღო.
გათოშილ თვალში ცრემლი ყვინთავდა,
ბინა დაიდო.
გულის მშრალ ქნარზე სითბოს დაკრული
წვიმამ გაიგო.
ფრთხილად მივიდა და გაყინული
გულში ჩაიკრო.