| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10
|
უდაბნოში რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ
დასაწყისშივე გეტყვი რომ,
ო... რა მაგარი ქალი ხარ
შავი ღვინის გაქვს ტუჩები,
მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება,
მეც შენთან სტუმრად მოვდივარ.
აი, მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში
იმას ალერსით გადმოგცემ
რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ სიცოცხლის მკვლევარად
თუ მთასვლელობა შევძელი,
მე შენ დაგიბყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
მე რომ მთის მწვერვალს დავიბყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აგარ აქვთ
ვარდებს აქვთ შენი სურნელი.
ხედავ რა ქალი ყოფილხარ?
შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიფი
მე სულ ფეხებზე მიდია.
ეს ვარდები კი სუყველა
გრძნობებით მოქარგულია,
არც ერთი არ მიყიდია,
სუყველა მოპარულია...
ნანახია:
620
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-10
|
|
|
შენი მონატრება მთრგუნავს და მატირებს,
შენი ალერსი მაცინებს,მაგიჟებს.
შენი სულის სითბო სიხარულს მანიჭებს,
შენი მოფერება კვლავ ლაღად მაღიმებს....
შენ დამიბრუნე სიცოცხლის სურვილი,
ნუ მიწყენ თუკი გპასუხობ დუმილით,
ბედნიერებას მე შენგან მოველი,
რომ გხედავ ირგვლივ ბრწყინდება ყოველი.
როცა მეხები ვტირი და მაღელვებ
და რომ გაგექცე გული არ მანებებს,
შენს გვერდით ჩავიდენ ყოველგვარ სიგიჯჟეს
და თუ დაგტოვებ ეს გული იტირებს...
ვიცი რომ გიყვარვარ და ეს მგვრის სიმშვიდეს,
გპირდები ჩემს გვერდით მუდმივად იცინებ,
გპირდები გაჩუქებ ზღვასავით სიყვარულს,
ყოველ წუთს,ყოველ წამს გავიყოფთ სიხარულს
ნანახია:
607
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-10
|
|
|
მენატრები მენატრება შენი ხმა შენი ცქერა სევდიანი თვალების მინდა მხოლოდ ერთხელ გნახო ჩემთან მხოლოდ ერთხელ და მერე კი წადი,ამ ჩემს გულში ვიკლავ წარსულ სიყვარულს წარსულ ტკივილს ღმერთო ნუ დამიბრუნებ,მხოლოდ ერთს გთხოვ შემახვედრე იმ გრძნობას რომ ეს გული თითქმის დღემდე ატარებს,მენატრები ისე როგორც არასდროს მენატრება შენი ნაზი თვალები შენს სიყვარულს ვერასდროს დავივიწყებ ღმერთს შევთხოვ და მინდა შენც გყვარებოდიan>
ნანახია:
592
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-10
|
|
ფიქრი უშენობით დაიღალა,
ყველა წვიმის წვეთში მეჩვენები.
ახლა ყველაფერი წარსულია,
მაინც ძველებურად მეჩემები.
ლექსი მოლოდინში აირია,
კვლავას ალკჰოლთან ვიძმაკაცებ.
დავწერ ალბათ ისევ გამთენიას,
მერე სიყვარულით ვიამაყებ.
ალბათ დასრულდება ყველაფერი,
ვინმე გამოჩნდება, შევიყვარებ.
მისი თვალები კი დამინდობენ,
შენ რომ არასოდეს შემიბრალე.
ისევ ჩამოწვება ნოემბერი,
ფიქრი ბებერ დარდებს ნისლად დაყრის.
ბედი მოულოდნელ სიყვარულთან,
სადმე უნებურად გადამაყრის.
რა ვქნა ბედი არის ალბათ ჩემი,
ყველა გამთენიას წვიმას იწყებს.
ქუჩას გავყურებ და გელოდები,
მერე უნებურად წერას ვიწყებ.
სიტკბო ნაღველში მაქვს არეული,
ისევ ჩამოვჯექი ქუჩის პირას.
ფიქრი დაღლილია უშენობით,
ისევ მენატრები შენს თავს ვფიცავ.
ძველი კალამი და სიგარეტი,
ხელში გადამჭკნარი ძველი ვარდი.
კვლავაც სნეული ვარ უშენობით,
როგორ სამუდამოდ შემიყვარდი.
ალბათ გადაიღებს წვიმას მალე,
ცაზე მზე ამოვა, დაგივიწყებ.
როგორ უცნაურად მიმატოვე,
როგორ უნებურად დამივიწყე
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
588
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-10
|
| |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|