| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » :)
|
| უდაბნოში რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ
დასაწყისშივე გეტყვი რომ,
ო... რა მაგარი ქალი ხარ
შავი ღვინის გაქვს ტუჩები,
მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება,
მეც შენთან სტუმრად მოვდივარ.
აი, მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში
იმას ალერსით გადმოგცემ
რასაც არ გეტყვი სათქმელში.
ცხოვრებას რისკით შევხედავ,
სიკვდილ სიცოცხლის მკვლევარად
თუ მთასვლელობა შევძელი,
მე შენ დაგიბყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
მე რომ მთის მწვერვალს დავიბყრობ,
შენ მზის იქნები ამოსვლა.
ვარდების ზღვაში გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აგარ აქვთ
ვარდებს აქვთ შენი სურნელი.
ხედავ რა ქალი ყოფილხარ?
შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზე მაგარი კაიფი
მე სულ ფეხებზე მიდია.
ეს ვარდები კი სუყველა
გრძნობებით მოქარგულია,
არც ერთი არ მიყიდია,
სუყველა მოპარულია...
|
|
ნანახია: 620 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|