| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » :)
|
| ფიქრი უშენობით დაიღალა,
ყველა წვიმის წვეთში მეჩვენები.
ახლა ყველაფერი წარსულია,
მაინც ძველებურად მეჩემები.
ლექსი მოლოდინში აირია,
კვლავას ალკჰოლთან ვიძმაკაცებ.
დავწერ ალბათ ისევ გამთენიას,
მერე სიყვარულით ვიამაყებ.
ალბათ დასრულდება ყველაფერი,
ვინმე გამოჩნდება, შევიყვარებ.
მისი თვალები კი დამინდობენ,
შენ რომ არასოდეს შემიბრალე.
ისევ ჩამოწვება ნოემბერი,
ფიქრი ბებერ დარდებს ნისლად დაყრის.
ბედი მოულოდნელ სიყვარულთან,
სადმე უნებურად გადამაყრის.
რა ვქნა ბედი არის ალბათ ჩემი,
ყველა გამთენიას წვიმას იწყებს.
ქუჩას გავყურებ და გელოდები,
მერე უნებურად წერას ვიწყებ.
სიტკბო ნაღველში მაქვს არეული,
ისევ ჩამოვჯექი ქუჩის პირას.
ფიქრი დაღლილია უშენობით,
ისევ მენატრები შენს თავს ვფიცავ.
ძველი კალამი და სიგარეტი,
ხელში გადამჭკნარი ძველი ვარდი.
კვლავაც სნეული ვარ უშენობით,
როგორ სამუდამოდ შემიყვარდი.
ალბათ გადაიღებს წვიმას მალე,
ცაზე მზე ამოვა, დაგივიწყებ.
როგორ უცნაურად მიმატოვე,
როგორ უნებურად დამივიწყე.
ფიქრი უშენობით დაღლილია,
ყველა წვიმის წვეთში მეჩვენები.
ახლა ყველაფერი განვლილია,
მაინც ძველებურად მეჩემები.
|
|
ნანახია: 588 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|