ხუთშაბათი, 2026-04-02, 8:15 PM
მოგესალმები Guest | RSS
fuck love
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ნიკო გომელაური [1]
ცნობილები [67]
სტატუსები [60]
ლექსები [13]
F.C.B [23]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 81

მთავარი » F.C.B
ხოსე მანუელ პინტო "ბარსელონაში” 2008 წლის 18 იანვარს, ვიგოს "სელტადან” გადავიდა. თავდაპირველად იგი კატალონიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა, მაგრამ 2007-08 წლების სეზონის ბოლოს "ბარსასთან” სრულფასოვან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. კადისში, პუერტო დე სანტა მარიაში, 1975 წლის 8 ნოემბერს დაბადებულმა პინტომ საფეხბურთო კარიერა ანდალუსიაში დაიწყო. "ბეტისის” მეორე გუნდში გატარებული სამი სეზონის შემდეგ მას პირველ გუნდში დებიუტიც ელოდა. სევილიელთა პირველ გუნდში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ პინტომ ვიგოს მიაშურა და თავისი კარიერის მომდევნო 10 წელი "სელტაში” გაატარა. ვიგოურ კლუბში პინტომ თავი სტაბილური თამაშით გამოიჩინა და გუნდის კაპიტნობაც ირგუნა. პრიმერა დივიზიონში მან 126, ხოლო სეგუნდაში 56 შეხვედრა ჩაატარა. გარდა ამისა, პინტო იყო "სელტას” ძირითადი მეკარე მაშინ, როდესაც ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამოდიოდ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 606 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

იტალიის ქალაქ ბარიში დაბადებული ტიაგო 2005 წელს, 14 წლის ასაკში შეუერთდა „ბარსას" და როგორც ფეხბურთელს, მას შემდეგ ზრდა არ შეუწყვეტია, გაიარა რა სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები. ტიაგო მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა ამისდა მიუხედავად, უკვე დიდი ცხოვრებისეული და საფეხბურთო გამოცდილება აქვს. მისი მამა – მაზინიო, თვითონაც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და სხვადასხვა დროს: ბრაზილიაში, იტალიასა და ესპანეთში ცხოვრობდა. როცა მისმა ოჯახმა გალისიაში გადაწყვიტა ცხოვრება, ტიაგომ თამაში დაიწყო ქალაქ ვიგოს კლუბ „ურეკაში", სადაც მან ძალიან მალე მიიპყრო სხვა კლუბების ყურადღება. „ბარსელონა" კი პირველი აღმოჩნდა, ვინც სერიოზულად მოეკიდა მისი ტრანსფერის საკითხს და 2005 წელს იგი გადაიბირა. რამდენიმე სეზონი მან კადეტთა და ახალგაზრდულ კლუბებში გაატარა, 2008/09 წლების სეზონში კი „ბარსელონა ბ"–ში დააწინაურეს, სადაც მან 25 მატჩი ჩ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 598 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

არგენტინელმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა 1995 წელს, "ნიუელ ოლდ ბოიზში” დაიწყო, სადაც 2000 წლამდე გამოდიოდა. 13 წლის ასაკში ლიონელს ატლანტიკის ოკეანის გადალახვა მოუწია იმისათვის, რომ "ბარსელონაში” ჩარიცხულიყო. თავდაპირველად მესი "ბარსას” 14 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა მას შემდეგ არნახული პროგრესი განიცადა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების შემდეგ იყო "ბარსა ც”, შემდეგ "ბარსა ბ” და ბოლოს კატალონიური კლუბის პირველი გუნდიც. 2003–2004 წლების სეზონში, როდესაც მესი ჯერ მხოლოდ 16 წლის იყო, პირველ გუნდთან ერთად "პორტუს” წინააღმდეგ, "დრაგაოს” სტადიონის გახსნით მატჩში მიიღო მონაწილეობა. ოფიციალურ მატჩში კი მესი მოედანზე 2004 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა "ესპანიოლთან” შეხვედრაში. ვინაიდან იმ დროისთვის პირველი გუნდის არაერთი ფეხბურთელი იყო ტრავმირებული, მწვრთნელს ხშირად უწევდა სარეზერვო გუნდიდან მოთამაშეების ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 593 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ალექსის ალეხანდრო სანჩესი "ბარსას" ფეხბურთელი 2011 წლის 21 ივლისს, კატალონიელთა და "უდინეზეს" ხელმძღვანელთა შეთანხმების შემდეგ გახდა. ჩილელი კლუბს 22 წლის ასაკში შეუერთდა, ის 2011/2012 წლის სეზონისათვის "ბარსას" პირველი შენაძენი გახდა. დაიბადა 1988 წლის 19 დეკემბერს, ჩილეს ქალაქ ტოკოპილაში. მისი კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ალექსისი ადგილობრივ კლუბ "კობრელოაში" ჩაირიცხა. პროფესიონალურ დონეზე მისი დებიუტი 2005 წლის 12 თებერვალს, 16 წლის ასაკში შედგა. სადებიუტო სეზონში ალექსისმა 38 მატჩი გამართა და თავი 3–ჯერ გამოიჩინა. 2006 წლის ივლისში, "კორბელოამ" სანჩესი "უდინეზეს" მიჰყიდა, რომელმაც ალეხანდრო მშობლიურ "კოლო–კოლოში" გაანათხოვრა. მან 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. 2007–2008 წლების სეზონში, იტალიურმა კლუბმა ჩილელი კვლავ არენდის წესით გაუშვა, ამჯერად არგენტინაში, კე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 614 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ანდრეს ინიესტა "ბარსელონას” 1996 წელს, 12 წლის ასაკში შეუერთდა მას შემდეგ, რაც კატალონიური კლუბის სკაუტმა კი ერთ-ერთ ტურნირზე, "ალბასეტეს” ბავშვთა გუნდის შემადგენლობაში იხილა. "ბარსაში” მოსვლის დღიდან "სიკვდილამ” პროგრესირება დაიწყო და 2000 წელს "ბარსა ბ”-ში ჩაირიცხა, რის შემდეგაც ფაქტობრივად ავტომატურად იქცა ხოსეპ მარია გონსალვოს გუნდის გამთამაშებლად. 2002 წლის 29 ოქტომბერს კი ინიესტამ ოცნება აიხდინა და პირველი გუნდის მაისურით გამოვიდა მოედანზე. სადებიუტო შეხვედრა ანდრესმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიაში "ბრიუგეს” წინააღმდეგ ჩაატარა. ის შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო დებიუტანტმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. გუნდში თავისი დღევანდელი მყარი ადგილი ინიესტამ მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა, რომელმაც მისი უდიდესი ტალანტისგან შედეგი მოიტანა. მართალია ანდრესი 2004-05 წლების სეზონში ვარსკვლა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 581 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

დავიდი ბავშვობიდან იყო დაკავებული სპორტის ამ სახეობით, მამამისი კი, რომელიც მეშახტე იყო, უწონებდა შვილს არჩევანს და ცდილობდა მასთან ერთად ევარჯიშა. ვილას საფეხბურთო კარიერა შეიძლებოდა ადრეულ ბავშვობაშივე შემწყდარიყო, ვინაიდან მან 4 წლის ასაკში უმძიმესი ტრავმა მიიღო- თეძოს ძვალი მოიტეხა. ნახევარი წლის განმავლობაში ფეხი თაბაშირში ჰქონდა ჩასმული. ვილია საკმაოდ ტანმორჩილი და გამხდარი ბავშვი იყო, რის გამოც მას ბავშვობაში ვიტამინების მიღება უხდებოდა, რათა ორგანიზმი გაეკაჟებინა. მაგრამ მაგრამ საუკეტესო მახასიათებლები-სისწრაფე და ენერგიულობა არ დაუკარგავს და დღემდე გამოჰყვა. ბავშვობაში ასტურიელს ჰქონდა სურვილი, რომ საფეხბურთო კლუბ "რეალ ოვედიოს" საფეხბურთო სკოლაში შესულიყო, მაგრამ მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ამრიგად იგი "ლანგრეოს" საფეხბურთო სკოლაში მოხვდა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს უნიჭიე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 575 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ჩავიერ ერნანდესმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა "კამპ ნოუზე” გაატარა. იგი კატალონიურ კლუბში 11 წლის მოვიდა და მას შემდეგ მისი პროგრესი ყოველთვის შესამჩნევი იყო. ამის წყალობით, 1997-98 წლების სეზონში ჩავი ახალგაზრდული გუნდიდან "ბარსა ბ”-ში გადავიდა. "ბარსა ბ”-ში ჩავი ხორდი გონსალვოს გუნდის ტვინად იქცა და თანაგუნდელებთან ერთად მეორე დივიზიონამდე აღზევდა. ჩავის ოცნება, ეთამაშა "ბარსას” პირველი გუნდის შემადგენლობაში, ახდა 1998 წლის 18 აგვისტოს, როდესაც მისი გუნდი ესპანეთის ათასზე "მალიორკას” დაუპირისპირდა. ახალგაზრდა ნახევარმცველი მოედანზე თავიდანვე გამოვიდა და მწვრთნელს იმედები არ გაუცრუვა, გაიტანა რა გოლი სადებიუტო შეხვედრაში. ჩავიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1998-1999 წლებში "ბარსელონას” მიერ ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაში. 1999-00 წლების სეზონში ჩავის ამჟამინდელმა მწვრთნელმა და მაშინდელმა თა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 584 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

კარლეს პუიოლმა საფეხბურთო კარიერა ლა პობლა დე სეგურის მოკრძალებულ გუნდში დაიწყო, თუმცა შემდეგ "ბარსელონას” წარმომადგენლების მიერ იქნა შემჩნეული და მანაც, 17 წლის ასაკში, "ბარსას” მიაშურა. პუიოლი თავდაპირველად "ბარსა ბ”–ში ასპარეზობდა და ემზადებოდა პირველ გუნდში დებიუტისთვის, რომელიც 1999 წლის 2 ოქტომბერს შედგა "ვალიადოლიდის” წინააღმდეგ. იმ შეხვედრაში პუიოლს ნდობა ლუის ვან გაალმა გამოუცხადა. იმ დროს პუიოლი მარჯვენა მცველად თამაშობდა, ხოლო მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, დაცვის ცენტრშიც საიმედოდ დაიწყო თამაში. 2003–04 წლების სეზონში პუიოლი გუნდის მესამე კაპიტნად იქნა არჩეული. იმ წელს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის მიერ ნაჩვენებ შესანიშნავ თამაშში. კატალონიელები ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ "რელთან” 18 ქულას აგებდნენ, თუმცა საბოლოოდ პრინციპულ მეტოქეს 2 ქულით აჯობეს. იმ სეზონში პუ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 756 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

2011 წლის ზაფხულში, სესკ ფაბრეგასი "არსენალიდან" "ბარსელონას" პირველი გუნდის რიგებში ჩაეწერა და 2011/12 სეზონის რიგით მეორე შენაძენი გახდა. 2011 წლის 15 აგვისტოს შედგა მისი, როგორც "ბარსას" ფეხბურთელის პრეზენტაცია. სესკ ფაბრეგასი "ბარსელონას" რიგებში 10 წლის ასაკში გაწვრიანდა და კატალონია მან 16 წლისამ მიატოვა მაშინ, როდესაც კონტრაქტი გააფორმა "არსენალთან". იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი და ამავდროულად ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც "მეთოფეთა" რიგებში გოლი გაიტანა. მისმა მუდმივმა განვითარებამ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქცია არსენ ვენგერისთვის. ამ უკანასკნელმა, 2004/05 სეზონის განმავლობაში, სესკი პრემიერ ლიგის 30 მატჩში ათამაშა. 2008 წელს, 21 წლის ასაკში, სესკს "არსენალის" კაპიტნის სამკლავური გადაეცა. ამ პერიოდში იგი უკვე მიჩნეული იყო მსოფლიო დონის ვარსკვლავად. ინგლ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 570 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

ხერარდ პიკე დაიბადა 1987 წლის 2 თებერვალს და იმ დღიდან მოყოლებული "ბარსელონას” კლუბის წევრია. პიკე ძალზე პატარა იყო, როდესაც კლუბში ჩაირიცხა, ხოლო 10 წლის ასაკში Avelin B–ს წევრი გახდა. მას შემდეგ "ბარსას” მესამე ნომერმა კლუბის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა. Cadet B-ში თამაშის დროს პიკეს მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იყო, რომელიც მას "ბარსელონაში” დაბრუნების შემდეგ, პეპ გვარდიოლას თანაშემწის როლში დახვდა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პიკემ უნივერსალურობამდე მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, არც გოლების გატანას ერიდებოდა. 2003/04 წლების სეზონში ახალგაზრდა მცველმა მშობლიურ კლუბთან გამომშვიდობება და "მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება გადაწყვიტა. ინგლისში გადაბარგებიდან სამ კვირაში მას ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, როდესაც "მანჩესტერი” კერლინგის თასზე "ქრიუ ალექ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 581 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-28 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »
news