პარასკევი, 2026-04-03, 10:53 AM
მოგესალმები Guest | RSS
fuck love
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ნიკო გომელაური [1]
ცნობილები [67]
სტატუსები [60]
ლექსები [13]
F.C.B [23]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 81

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24
მას მერე, რაც ორ ფეხზე სიარული და "გონივრული” აზროვნება დაიწყო, ადამიანში გაჩნდა სანახაობის წყურვილი – სანახაობისა, რომელიც ემოციებს გამოიწვევდა, სადაც ტკბობა და ძრწოლა ერთმანეთს შეავსებდა… ის ცხოველებსა თუ ადამიანებს მსხვერპლად წირავს ტოტემას, კერპს, ღვთაებას – საკრალურის გარდა ამას სანახაობითი დატვირთვაც აქვს. ანტიკურ სამყაროში ეგზალტირებული მაყურებელი დამარცხებული გლადიატორის სიკვდილით დასჯას ითხოვს; ანტიკურ თეატრში გათამაშებულ ტრაგედიებში პერსონაჟებს თავდაპირველად ნამდვილად კლავენ; შუა საუკუნეებს ქალაქური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასართობია გილიოტინის გარშემო შეკრება და თავის მოკვეთის პროცესზე დასწრება; ულამაზეს სანახაობად დღემდე ითვლება კორიდა, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ადამიანები იყრიან თავს…
სანახაობა და გმირები, რომლებიც იდეალიზაციის საბურველში ეხვევიან და იქცევიან მითებად – ეს ის აუცილებე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ცნობილები | ნანახია: 611 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-24 | კომენტარი (0)

საფეხბურთო კლუბი ბარსელონა, გულშემატკივრებისთვის უბრალოდ „ბარსა" (მეტსახელები: "blaugrana”, "azulgrana”, "Dream Team”), რომელიც ესპანეთის ავტონომიური ოლქის – კატალონიის წარმომადგენელი და სიამაყეა, 1899 წელს შვეიცარიელმა ჰანს გამპერმა, სხვა რამდენიმე შვეიცარიელის, ინგლისელისა და კატალონიელის დახმარებით დააარსა. "ბარსა” უკვე საუკუნეზე მეტია არსებობს და მთელს მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. კლუბის დევიზია "Més que un club” (უფრო მეტი ვიდრე კლუბი).

"ბარსელონა” ერთ-ერთი იყო 1928 წელს ესპანეთის ჩემპიონატის დამაარსებელთა შორის და ბილბაოს ატლეტიკსა და მადრიდის რეალთან ერთად იმ 3 გუნდს წარმოადგენს, რომლებსაც "პრიმერა დივიზიონი” არასოდეს დაუტივებიათ. "ბარსა” გახდა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: F.C.B | ნანახია: 885 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-24 | კომენტარი (0)

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა…
***
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…
***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.
***
აღარ დამრჩა გული ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ნიკო გომელაური | ნანახია: 657 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-24 | კომენტარი (0)

news