| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18
|
შენ თუ არ გიყვარვარ, რად უნდა მიყვარდე,
რად უნდა მიყვარდე რისთვის,.....
თუკი შენი გული მე არც კი მიგონებს და
მუდამ ფეთქავს სხვისთვის.....
გიყვარდეს შენ ის სხვა,
მე სულ სხვა მომძებნის,
სიტყვასაც არ ვეტყვი შენზე,.....
გიყვარდეს რა ვუყო იქნებ შენს თვალებში
ის უფრო კარგია ჩემზე,.....
მაგრამ დადგება დრო და გამიხსენებ,
იტყვი რად დავკარგე რისთვის?!
იცოდე ძვიფასო გვიანი იქნება
ეს გული იფეთქებს სხვისთვის
ნანახია:
558
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
მე შენ გეძებდი მთელი ცხოვრება,
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია ჩემი ცხოვრება
შენ უშფოთველი ძილი წამართვი.
არ გსაყვედურობ გიპოვე თვითონ,
შენ არ გაბრალებ ჩემი ბრალია
შენ კი ვერ ხვდები,ვერ ხვდები ვითომ??
რომ არავისთვის აღარ მცალია.
რომ მე სიზმრების უმტეს მაწილს
ჩემო ძვირფასო სულ შენზე ვხედავ
და თუ ვერ ხვდები,ეგ სულაც არ მწყინს
შენზე ოცნებას მე მაინც ვბედავ.
დიდხანს გეძებდი,მთელი ცხოვრება
ბოლოს გიპოვე ჩემი დაგარქვი
ახლა შენ გქვია,ჩემი ოცნება
შენ მოსვენებაც,ძილიც წამართვი
ნანახია:
568
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
სული მეყინება ისე მენატრები თვალებს უშენობა ცრემლად დასდენია ვიცი სულ ბოლომდე ასე მეყვარები, მე ხომ შენს თვალებში გული დამრჩენია!!!
ნანახია:
590
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
dagelodebi rom damchirdes mteli sicocxle shentvis viloceb,chemi guli shentvis icocxlebs mteli cxovreba meyvarebi,minda icode shenaxar chemi sixaruli da chemi sicocxle
ნანახია:
609
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
ისე მომენატრე რომ გაჩერდა დროის წამები
ისე მომენატრე ვეღარ ამბობს სათქმელს თვალები
ისე მომენატრე ჩემი გრძნობით ზეცა ატირდა
ისე მომენატრე რომ ზაფხული უცებ გაცივდა
რატომ მომენატრე ჩემს გულს იცავს კარები ფიქრის
ფიქრით დაღლილი მონატრება იმედთან მიჰქრის
ისე მომენატრე რომ ამ გრძნობამ მთვარეც გაათბო
ისე მომენატრე მონატრებამ ღვინოც დაათრო
ისე მომენატრე რომ წარსული ცრემლებად მექცა
ისე მომენატრე გრძნობა ფურცელს ეხება ლექსად
ისე მომენატრე შენზე ფიქრებს ვეღარ ვიცილებ
ისე მომენატრე რომ დაღლილიც ვეღარ ვიძინებ...
ნანახია:
578
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
იცი მარტოობამ როგორ დამღალა?
არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?
თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია warsulis gaxseneba?
არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული, უშენოდ გასული წამიც კი..
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?
არა არაფერიც არ იცი...
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი
ნანახია:
585
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
იქნებ შენა ხარ სიყვარულის უძირო სევდა,
იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების ერთი იმედი,
იქნებ შენს გამო ამ ცხოვრებას ლამაზი ერქვა
და უშენობას ვერ აღვწერდი ძველი სიტყვებით.
იქნებ ოცნებას შენს გარეშე ღალატი ერქვა
და სიყვრულსაც აღარ ჰქონდა ჩემთვის სათქმელი....
შენს მონატრებას სინანულის ცრემლები ერქვა
და სიყვარულსაც აღარ ერქვა მისი სახელი....
იქნებ შენა ხარ ამ ცხოვრების მთავარი აზრი
სწორედ შენა ხარ სიყვარულით მოგვრილი სევდა
და ამიტომაც მენატრები იცოდე ეხლაც....
ნანახია:
569
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
ნანახია:
583
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან...
ნანახია:
581
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
ნამტირალევი მოვდივარ დღესაც,
სადაც არ მივალ, ყველგან ღამეა:
ნეტავ ჩემ გულში ჩამოგახედათ,
რამდენი კვნესა და ვარამია.
ბოღმა კვამლივით მედება ყელზედ,
ირგვლივ რიყეა, უდაბნოს ქვები.
ისე დავდივარ ამ ქვეყანაზე
თითქოს საკუთარ ცხედარს მივყვები.
სადრაც კაიფობს მთავრის ბულული _
შუქი დამეძებს, უნდა, რომ სწუხდეს,
თითქოს მე ვიყვე გამოქვაბული
და ჩემ ქვეშ სისხლის მდინარე ჰქუხდეს...
ნანახია:
576
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები,
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს ,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ... გშორდები...ფიქრები თან მაწევს
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად...
ნანახია:
599
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
|
|
არაფერია თუკი ვინმეს აჩუქე გული ....... და თუ სხვა გიყვარს დამიჯერე არაფერია , გული გულია, დაჭრილია, მაგრამ იცოცხლებს....., დღეს რომ სხვა გიყვარს ალბათ ესეც ჩემი ბრალია.........
ნანახია:
597
|
დაამატა:
anukianuki
|
თარიღი:
2011-12-18
|
| |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|