პარასკევი, 2026-04-03, 10:53 AM
მოგესალმები Guest | RSS
fuck love
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ნიკო გომელაური [1]
ცნობილები [67]
სტატუსები [60]
ლექსები [13]
F.C.B [23]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 81

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ, ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი, შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ, მერე წავალ და არაფერს გეტყვი. გაივლის დრო და მოვა ზამთარი, დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას, რომ შემცივდება, დაბერავს ქარი, ჩემს გასათბობად არავინ მოვა... ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი", შენი თვალები გამახსენდება და ისევ ისე დაბერავს ქარი. ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში, ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე, ჩავიძირები ისევ ფიქრებში და გულში ისევ ჩუმად გინატრებ. გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ, ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი, რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ, შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
ნანახია: 613 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-14 | კომენტარი (0)

ახლა კვნესიან მგლოვარების ალბათ ზარები ახლა საღამო, დახშულია ამავდროებით. მე ჩემს ლოცვებში მახსენდება შენი თვალები, და ეს თვალები მოცულია განმარტოებით... ზარებს კვნესაში აჰყვებიან ანგელოზები, მე მოვუხდები შენი სახლის წითელ სახურავს. შენი საფლავი აღსავსეა რუხი ლოდებით, და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს.... ..... დღეს დაიხშება... სასუფევლის თეთრი კარები. შენი შეშვება აუკრძალავს თურმე განგებას. მე თეთრ ლოცვებში დავინახე შენი თვალები, და ეს თვალები კვლავ ელიან განმარტოვებას. გაფერმკრთალდება ზღვის ნეტარი სილურჯეები.... მე დავამშვენებ შენი სახლის ლამაზ სახურავს. შორს ის მიზნები დარჩებიან მიუღწეველნი, და შენს გოგონას ისევ შავი ქუდი ახურავს. ახლა კვნესიან... მგლოვარების... ალბათ ზარები. ახლა საღამო... დახშულია... ამავდროებით. ჩუმად ლოცვაში გამახსენდა შენი თვალები,, და ეს თვალები მოცულია, განმარტოვებით
ნანახია: 618 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-14 | კომენტარი (0)

ვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით.ლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით, თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები. ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში. აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე, თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს, გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია. ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა, მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა. გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო, რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო, ახლოს მომიშ
ნანახია: 602 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-14 | კომენტარი (0)

news