| საიტის მენიუ |
 | |
 |
| სექციის კატეგორიები |
 | |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
 | |
 |
|
 |  |  |
 | მთავარი » 2011 » დეკემბერი » 12 » :*:*:*
|

ეჭვს ვინ შეიტანს შენს სიყვარულში,
ვინ გაბედავს,
ცოდვას ვინ იტყვის!
პირიქით, ნახე, როგორ მოსწონთ შენი შიშველი გრძნობების ჭვრეტა,
თითქმის ისევე, როგორც შენ მოგწონს ამ
გრძნობების მოშიშვლება ყველა შემხვედრთან,
ვისაც დრო აქვს, შეისმინოს ჭეშმარიტი სიყვარულის
შენეული ყალბი ვერსია;
შეხედე, როგორ თანაგიგრძნობენ,
შეხედე, როგორ შენატრიან იმ გოგონას,
რომელიც, თურმე ნუ იტყვი და, ძალიან გიყვარს.
ეჭვს ვინ შეიტანს შენს სიყვარულში -
შენ ხომ ასე გულწრფელად და უანგაროდ ატყუებ ყველას
და შენს ნაღეჭ სინდისთანაც მართალი რჩები,
რადგან თავსაც არანაკლებ იტყუებ იმით,
რითაც სხვების თანაგრძნობა დაიმსახურე.
მოდუნებულან, მოშვებულან შენი გრძნობები,
და თუკი ვინმე აღარ გახსოვს, როდესაც გიყვარს,
პირველ რიგში ის გოგონა აღარ გახსოვს,
რომლისთვისაც მოიგონე…
|
|
ნანახია: 590 |
დაამატა: anukianuki
| რეიტინგი: 0.0/0 |
|  |
 |  |
 |  |  |
|
|