პარასკევი, 2026-04-03, 10:49 AM
მოგესალმები Guest | RSS
fuck love
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ნიკო გომელაური [1]
ცნობილები [67]
სტატუსები [60]
ლექსები [13]
F.C.B [23]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 81

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 07
იცი რა მაგრად ჩაგეხუტებოდი, რომ იყო ეხლა ჩემთან?! სიცოცხლესაც კი დავთმობდი, ოღონდ მამყოფა შენთან, მთელ ჩემს ცხოვრებას მოგიძღვნიდი, ეხლა რომ ვიყოთ ერთად, დღეს სიგიჟემდე მიყვარხარ, ხვალ მეყვარები მეტად,
ნანახია: 704 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

მე რომ შემეძლოს, ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი. მე რომ შემეძლოს, ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი. სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს, დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ, რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა გახდეს ჩემი სხეული. მე შენეული ყველაფერი მინდა… ჩემთვის გამორჩეული, რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო, რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს და მონატრებისგან ატირებულები დილის მინდორივით იცვარებოდნენ. მე შენეული ყველაფერი მინდა… ჩემთვის უნაკლო. ერთადერთი წუნი – უჩემობა… და ამ სამყაროს მე ნაფერი ალერსი მინდა… საუბრით ყველაფერზე. ერთადერთი თემა – უთემობა… მე გამ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 706 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა. თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება
ნანახია: 671 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
ნანახია: 649 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 658 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა. ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში. ჩვენს სიყვარულს, ეხლაც დგამენ სცენაზე და ვერ ხსნიან, ვერც ზღაპრულ ენაზე. ჩვენს სიყვარულს, ვერავინ ვერ ეხება ეშინიან არ იყოს დაელვება. ჩვენს სიყვარულს, ტანგოს ეცეკვებიან იმედი აქვთ თითქოს გაეცნობიან. ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება. ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა. ჩემი სიყვარული, შენ ხარ ქალბატონო მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო.
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1720 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა, როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის. მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა, როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი , მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის, როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.. მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგღლის
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 690 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა ღამე, ფაქიზი და ჩუმი. ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი უშენოდ ნაწამები გული.. დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს, ღამე მენატრება სრული. ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები, ოცნებას გამოძახილს სულის. შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული. და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს – ცხოვრება რთულიაო, რთული..
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 659 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

გაბუტულ თვალებს როცა შევხედავ მაშინ ვხვდები რომ უფრო მიყვარხარ, მინდა იცოდე, მაგრამ ვერ ვბედავ, თქმას და სიყვარულს გულში ვინახავ. წახვალ და ისევ თვალწინ მიდგახარ, შენგან სიშორეს ვერ ვეგუები, ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, აი... სიტყვებით ვერ გეუბნები. ამ მონატრებით დღეებს ვატარებ, ისევ შენი ხმა ჩამესმის ყურში. ვფიქრობ... და ფიქრში რას არ გადარებ ვფიქრობ და სისხლზე მეტი ხარ გულში
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1201 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 646 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

გაბრაზებულა ჯიუტი გული სულში ტკივილი ჩაუთესია .ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით , უცებ მომკალი უკეთესია. ისე საშინლად მომენატრე რომ, ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია. არ შემილია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია.როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება , არ ვარსებობდე უკეთესია!!!!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 645 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (0)

ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს. ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს? დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები, მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები. შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას, მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე, ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება. მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი, მართლაც რამდენი ხანი გავიდა... გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს, მე შეგუება ბედთან არ მინდა! მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი, არც დამცინავი კედლის საათი; "ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!" ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს შენი ხატება _ ძილშიაც მოვა; წახვედი შენ და ღამის სიზმრები, მოგონებები დამრჩა სახსოვრად. შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს, სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ იარსებებენ ჩემი ლექსები ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: anukianuki | თარიღი: 2011-12-07 | კომენტარი (1)

news